მოდით ლევან მურუსიძის კოსმოგრამას (და არა ჰოროსკოპს) გადავავლოთ თვალი ექსპრომტად.
ინფორმაციის წყარო - საჯარო, ვიკიპედია: 01.03.1975 წელი.
ზოდიაქალური სიეტემა - სიდერიული.

შევხედოთ კოსმოგრამას, რა იქცევს ყურადღებას, რა არის გამოკვეთილი?!
1. არ არის ცეცხლი, საერთოდ. დომინირებს ჰაერი - გუნდის კაცია, კომპანიის. ლიდერის შიგანი არა აქვს, საკუთარ თავში დარწმუნებაც აკლია, არ უყვარს ინიციატივის საკუთარ თავზე აღება, მაგრამ დიდი სიამოვნებით დაჰყვება სხვის ინიციატივას. ჰაერის დომინაცია აკომპენსირებს რაღაცებს
2. მზე, მერწყულში, ტრიგონებში მთვარესთან და სატურნთან.
- მზე/მთვარის ტრინი - ძალიან კარგია, ჰარმონია არაცნობიერსა და ინდივიდუალურ მეს იმპერატივებს შორის. ცნობიერ, მისწრაფებებს, ამბიციებს და მიზნებს ყოველთვის ეხმარება მისი გრძნობა, განწყობა, შინაგანი რესურსი, შესაბამისად ყოველთვის ჩნდება საშუალება, ხალხის, შესაძლებლობები რომლებიც ნატივს ეხმარებიან პერმანენტულ ზრდა/განვითარებაში, წინსვლაში, მიზნის მიღწევაში. ხასიათიც კარგი აქვს ასეთი ტრინის პატრონს, თან ჰაერშია ეს ტრინი - კარგი საკომუნიკაციო და საშუამავლო უნარები აქვს, სხვების დახმარებაც შეუძლია.
- მზე/სატურნის ტრინი - სერიოზული ადამიანია, შრომისმოყვარე და შრომიუნარიანი, მოწესრიგებული და დისციპლინირებული, კარგი ორგანიზატორული უნარებით. პასუხისმგებლობას ეკიდება სერიოზულად და ასრულებს ბოლომდე. სიტემას და იერარქიას აცნობიერებს მაღალ დონეზე (უფროსი, უმცროსი, ვინ როგორ უნდა მოიქცეს) და შესაბამისად კარგად ერგება მას (ცეცხლის არარსებობა და ჰაერის დომინაციაც ხელს უწყობს ამაში). უმეტეს შემთხვევაში წარმატება მოაქვს ასეთ ასპექტს.
3. მოდით მთვარე ცალკე გამოვყოთ, ფრიად საინტერსო სურათს იძლება და იმიტომ.
ერთის მხრივ მთვარე სასწორში გვაძლებს კარგი ხასიათის, კეთილ და მეგობრულ ადამიანს, რომელსაც უყვარს ჰარმონიული, მეგობრული გარემო, გამორჩეულ საზოგადოებაში (სნობიზმის მსუბუქი შტრიხებით) ყოფნა და დროის გატარება. ამ თვისებებს აძლიერებს მზე მერწყულში და ტრინში მთვარესთან. მოკლედ რაღაც მულტფილმის პერსონაჟ რომაა ლეოპოლდი „Ребята давайте жить дружно“ - ასეთი შინაგანი განწყობის კაცია, რომელსაც არავისთან კონფლიქტი და დაპირისპირება არ უნდა, მაგრამ ძლიერი მარსის კვადრატი თხის რქიდან არ გაახარებს - სისტემა, ვალდებულებები, მიზანი, სამსახური - ეს ყველაფერი მიზეზია დესტრუქციის, დისკომფორტის, აგრესიის, ვიღაცაზე/რაღაცაზე გადაბიჯების აუცილებლობის, დაპირისპირების.
მაგრამ, ვინაიდან მთვარე ამ კვადრატურაში მარსის უკანაა, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ მარსის მავნე გავლენა ნაკლები იქნება და ხასიათს მთლად ვერ გაუფუჭებს ნატივს. თან მარსიც ხომ ეგზალტირებულია, ანუ მასში მეტი პოზიტივია ვიდრე სხვა შემთხვევებში.
მთვარე სასწორში და ვენერა ეგზალტაციაში, თან ტრინში ნეპტუნთან - ხშირ შემთხვევაში იძლება რაღაც საშემსრულებლო ნიჭს, მუსიკალურობას.
მთვარე შეერთებაშია ურანთან და ამას ნატივის პიროვნებაში შემოაქვს ერთის მხრივ ფსიქიკური დაძაბულობა და არასტანდარტულობა გრძნობების გამოხატვაში და ქალებთან ურთიერთობაშიც. შეიძლება რაღაცნაირად დამოუკიდებელი და არაქალური ქალები იზიდავს. ორიგინალურობა, რაღაც უცნაურობა და რევოლუცი ბუნებაც ბუდობს ამ კაცში.
ქალები შეიძლება დიდი ემოციური დესტაბილიზაციის მიზეზები იყვნენ მის ცხოვრებაში.
4. ვენერა და მარსი, ორივე ასტრალური პლანეტა, ეგზალტირებულია, მაშასადამე ემოციონალურად ჯანსაღი ადამიანი უნდა იყოს ნატივი. ამასთან, კიდე ერთი ხაზგასმა მხატვრულ ნიჭზე და სტაბილურ შემოსავლებზე. თანაც მარსი და ვენერა, კარმიული კვანძების დისპოზიტორები არიან, რაც ნიშნავ, რომ კარგი კარმიული „ბაგაჟით“ მოვიდა ნატივი და ამ ცხოვრებაში შესასრულებელი ამოცანებიც (ტრანსფორმაცია, კრიზისები, საკუთარი თავის გადალახვა, ჩაღრმავება, სექსები) კარგად იქნება შესრულებული. თუმცა მარსი შელახულია მძიმე ასპექტებით და გაართულებს სიტუაციას, უფრო მტკივნეულს გახდის ამ გზას.
მარსი და მერკური თხის რქაში - ადმინისტრაციული კაცია რა. მიზანდასახული, გეგმაზომიერი, შრომისმოყვარე და შრომისუნარიანი (გააძლიერა მზე/სატურნის ტრინი), კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნება, პრაქტიკული და წინდახედული, ღრმად მჭვრეტი, შეუძლია საქმის კარგად დაგეგმვა, დალაგება და იდეების პრაქტიკული რეალიზება. ნეპტუნის სექსტილი მერკურთან აძლებს კარგი წარმოსახვის უნარს, ინტუიციას, „ტონკი“ დეტალების აღქმის უნარს და რაც მთავარია, სხვა ადამიანების გაგების ნამდვილ უნარს.
ნეტა ლექსებს ან დღიურებს ხომ არ წერს კიდეც?
მარსი თხის რქაში ასევე აძლიერებს მის ამბიციურობას, წარმატებისკენ სწრაფვას, ენთუზიაზმს, ორგანიზატორი უნარებს, იუპიტერის სექსტილი ზრდის მისი წარმატებულობის შანს, მაღალი თანამდებობის, მაღალი სოციალური სტატუსის და კარგი შემოსავლების მიღების ალბათობას.
მაგრამ, კვადრატურა მთვარე-ურანიდან - სტატუსი შელახვის, არასწორი ნაბიჯების და ამის გამო დანაკარგებზე მიუთითებს. აგრესიის უკონტროლო გამოფრქვევაზეც, რამაც ასევე შეიძლება დააზიანოს მისი რეპუტაცია და ურთიერთობები. ეს კონსტელაცია ასევე კუჭის დაავადებებზე და კიდურების დაზიანების მაღალ ალბათობაზე მიუთითებს.
ახლა კი მოდით ტრანზიტებს გადავავლოთ თვალი, ვნახოთ თუ და როგორ აისახება ის მოვლენები რაც ახლა ხდება ლევანის თავს.

რას ვხედავთ?!
1. ტრანზიტული პლუტონის შეერთება ნატალურ და პრობლემურ მარსთან და იმავდროულად კვადრტურა ნატალურ მთვარესთან - აშკარად „ეპოქალური“ მასშტაბის კრიზისი და გარდატეხებია პიროვნების ცხოვრებაში - ზეწოლა, გარემოებები აიძულებს, მოწყვლადობა, ვიღაც ძალას და ძალაუფლებას გამოიყენებს მის წინააღმდეგ. მისი ნებელობა შეზღუდულია. აქტიურდება დესტრუქციული გრძნობები, სტრესი, განშორებები, დანაკარგები, ღირსებაშელახულად საკუთარი თავის აღქმა.
იმავდროულად დიდი ენერგია და წინააღმდეგობების გადალახვის, დიდი საქმეების კეთების პოტენცია, ოღონდ არა ეგოისტური და პირადი მიზნებისთვის, სხვებისთვის, საზოგადოებისთვის.
ახლა არ არის რისკზე და კონფრონტაციაზე წასვლის დრო. უნდა მოერიდოს აგრესიულ და სახიფათო სიტუაციებს, ადგილებს.
2. ტრანზიტული ნეპტუნის შეერთება ნატალურ იუპიტერთან - ბრალდებები რეპუტაციის შელახვა, შესაძლოა უღალატონ და მოატყუონ.
იმავდროულად რაღაც სულიერზე ორიენტირება, ჩაღრმავება, ახლებურად გააზრება.
ტრანზიტული სატურნის ტრინი ნატალურ ურანთან საშუალებას მისცემს ნატივს იმოქმედოს მშვიდად და მეთოდურად, ახლებურად მიუდგეს ძველ პრობლემებს და ასე გადალახოს არსებული ნეგატიური სიტუაცია. ოღონდ ემოციების გარეშე თუ იმოქმედებს, მშვიდად და აღელვებების გარეშე.
ტრანზიტების მიხედვით, ნეგატიური პერიოდი აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. ივლისი კი განსაკუთრებით ნეგატიური იქნება [დაემატება სხვა კვადრატურები], შეზღუდვები და ზეწოლები გაძლიერდება, შესაძლოა ვიღაცის გარდაცვალება, დარდი და მძიმე ემოციები.
აპრილის ბოლოდან ივნისის შუა რიცხვების ჩათვლით - შესაძლოა ცვლილება სტატუსში, პარტნიორულ ურთიერთობებში (ტრანზიტული იუპიტერი იმოძრავებს მთვარიდან მე-7 სახლში)
შავი მთვარის „მოყვარულები“ კი ალბათ ყურადღებას მიაქცევენ ტრანზიტული სატურნის შეერთებას ნატალურ ლილიტთან.