Grows
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3552
წევრი No.: 251574
რეგისტრ.: 12-July 19
|
#60310624 · 23 Apr 2023, 21:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სამყარო მოძრაობაა მოძრაობის გარეშე არ არსებობს არაფერი პლანეტები მოძრაობენ პლანეტის თანამგზავრები მოძრაობენ მოძრაობის შედეგად შეიქმნა პლანეტები, მზეები პლანეტებზე მოძრაობის შედეგად შეიქმნა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები სიცოცხლეც მოძრაობით შეიქმნა სიცოცხლეც მუდმივი მოძრაობაა - შენს ორგანიზმში ყველა უჯრედი მოძრაობს, ერთმანეთთან ურთიერთქმედებს ამ საყოველთაო მოძრაობის შედეგად იქმნება დროებითი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც დროებით ინარჩუნებს ჰომეოსტაზის მდგომარეობას, რათა ცნობიერების მასში დაყოვნება გახდეს შესაძლებელი და ცნობიერმა არსებებმა, მათ შორის ცნობიერების ყველაზე მაღალ საფეხურზე მყოფმა არსებამ, ადამიანმა, იარსებოს მატერიალურ სამყაროში.
ადამიანის ყოფაც მოძრავია - დღეს ეს გინდა, ხვალ - ის. დღეს ამ ხასიათზე ხარ, ხვალ - სხვაზე. დღეს ეს გჭირდება, ხვალ - სხვა რამ. დღეს ფსიქიკურად დალაგებული ხარ, ხვალ გაჭედავ და შენი დაბმა იქნება საჭირო და ა.შ.
მოძრავი ადამიანების ერთად ცხოვრებაც მოძრაობაა - ენერგიის, მატერიის გაცვლა-გამოცვლა. ბალანსის შენარჩუნების მუდმივი მცდელობა, მაგრამ ასევე მუდმივი ცვალებადობა.
სახელმწიფოც მუდმივი მოძრაობაა - ადამიანების მცდელობა ამ მოძრავ სამყაროში შექმნან სიმყარის, უცვლელობის, სტაბილურობის ნასახი - რათა გაიუმჯობესონ ცხოვრება.
ადამიანის ცხოვრებაში მოძრაობა გამოიხატება უამრავ რამეში - თავის მოვლა, საკვების მიღება, სოციალურ ურთიერთობებში შესვლა, ეკონომიკური აქტივობა, უსაფრთხოების და კომფორტის სისტემების შექმნა საკუთარი თავისთვის და ა.შ.
მოძრაობ ყველგან და ყოველთვის. და თუ პერიოდულად, მაგრამ მუდმივად არ მიაქცევ შენი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა ასპექტს ყურადღებას, ის თავისით იწყებს გაუარესებას, ჩამოშლას, სიკვდილს.
თავს სულ უნდა მოუარო, საჭმელი სულ უნდა ჭამო, მეგობრებთან პერიოდულად უნდა იურთიერთო, სექსი პერიდოულად უნდა გქონდეს, სამსახურში უნდა იარო, კულტურულ ღონისძიებებში პერიოდულად უნდა მიიღო მონაწილეობა, უნდა დაიძინო რეგულარულად...
მოკლედ, ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემოა, ჩვენს ყოფას ემსახურება, ჩვენ შევქმენით და ჩვენვე ვუვლით პერიოდულად.
სახელმწიფოც ჩვენი შექმნილი სისტემაა, სტაბილურობის უზრუნველყოფის მექანიზმია. და როგორც ყველა ადამიანის შექმნილ სისტემას, მასაც მუდმივი ყურადღება, მოვლა და შენარჩუნების მუშაობა სჭირდება. უყურადღებოდ ეს სისტემები უარესდება, ფუჭდება, იშლება.
ზოგიერთს ეს არ ესმის. საბჭოთა კავშირმა ცნობიერების ატროფირება მოახდინა. ადამიანების ნაწილს ჰგონია, რომ ისინი უნდა იყვნენ თავისთვის, სახელმწიფო სისტემები კი იქნება თავისთვის. მათ ისინი არ უნდა შეაწუხონ და პირიქით. თან პრეტენზია აქვთ, რომ საუკეთესო მდგომარეობაში უნდა იყვნენ ეს სისტემები მუდმივად.
სინამდვილეში პირიქითაა. როგორც საკუთარ თავზე ზრუნავ, საკუთარ გართობაზე ზრუნავ და ათას სხვა რამეს აკეთებ, სახელმწიფო სისტემების მუშაობაზეც უნდა რეგულარულად იზრუნო. აბსურდი და თავის მოტყუებაა "პოლიტიკაში არ ვერევი," "ნეტა იმ დროს მომასწრო, როცა არ მეცოდინება ვინ არის ქვეყნის პრეზიდენტი, როგორც ევროპაშია" და მსგავსი სისულელეები.
სახელმწიფო სისტემას მუდმივად სჭირდება მოვლა. ოღონდ ჩვენთვის ეს ეტაპი ჯერ ძალიან შორსაა. მოვლა კი არა, ასაშენებელია ჯერ. და თუ მოვლას სჭირდება მუდმივი ყურადღება, ერთი ასად სჭირდება ყურადღება აშენებას.
ჯერ ძალიან ადრეა პოლიტიკიდან და სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხებიდან შორს დგომა. პირიქით. ახლაა სწორედ ის დრო რომ ყველანი პოლიტიკოსები ვიყოთ, ყველანი კარგად გავერკვეთ სახელმწიფოს აშენების საქმეში, ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ვიტვირთოთ. და როცა აშენდება, მერე კი ბატონო, შევისვენოთ, ამოვისუნთქოთ.
ყველა უნდა იყოს ჩართული საკუთარი ქვეყნის შენებაში. განსაკთრებით მაშინ, თუ ხედავ, რომ ვერ აშენდა.
ზოგიერთი იტყვის არჩევნებზე წასვლააო ასეთი ზრუნვაო და რეალობაში, სადაც ქვეყანა არ აშენებულა, არჩევნებზე მისვლით იმ განცდის შექმნა, რომ მისია ბოლომდე შეასრულა, თავის მოტყუებაა. არჩევნები საკმარისია იქ, სადაც სისტემები აშენებული და მოვლილია.
ჩვენთან სისტემებია ასაშენებელი.
მიშამ რისი აშენებაც მოახერხა, ქოცებმა ისინი აგურ-აგურ დაშალეს. პარტიული დიქტატურა დაამყარეს. პარლამენტი გააუქმეს. სასამართლო პარტიულ ნოტარიატად აქციეს.
ახლა არის სწორედ მოძრაობის დრო. უფრო სწორად, გუშინ დადგა ჯერ კიდევ მოძრაობის დრო.
მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა. უძრაობა 100 წლის მერე. სანამ ცოცხალი ხარ უნდა იმოძრაო. სიცოცხლე შეჯიბრია - კიდევ რისი გაკეთება, აშენება, პასუხისმგებლობის აღება შეგიძლია სანამ ცოცხალი ხარ.
უძრაობა ჭაობია. ჭაობში სიკვდილია.
იმოძრავეთ. გაიაზრეთ რომ სახელმწიფო სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილები ხართ ყველანი. ყველა მოქმედებას რასაც აკეთებთ, საფუძვლად დაუდეთ მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი აზროვნება. იყავით პრინციპულები, შეურიგებლები როცა უსამართლობას და უკანონობას ხედავთ. არ გაყიდოთ 2 კილო კარტოფილზე სახელმწიფოებრიობა, არ ჩამოეკიდოთ ინდივიდებს, თქვენ თავად იაზროვნეთ. თავად აიღეთ პასუხისმგებლობა და გახდით პოლიტიკოსები - იმ როლში, რა როლიც შეგიძლიათ რომ დღეს იკისროთ - სახლის ეზო მოაწესრიგეთ და შექმენით სისტემა, რომლის წყალობითაც სახლის ეზოს მოწესრიგება რეგულარულად მოხდება. თქვენსავე ქალაქში პოლიტიკური რეალობა აკონტროლეთ, იყავით აქტიურები, მოიძიეთ თანამოაზრეები, შექმენით თანამშრომლობის ჯგუფები, დაგეგმეთ და განახორციელეთ ერთობლივი მოქმედებები პერიოდულად - დაალაგეთ დანაგვიანებული ადგილები, შეაკეთეთ დაზიანებული გზის მონაკვეთი, დაეხმარეთ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდებათ და სახელმწიფო არ/ვერ ეხმარება, დაეკონტაქტეთ თქვენს წარმომადგენელს საკრებულოში თუ პარლამენტში და მოითხოვეთ მისგან ამა თუ იმ მოუგვარებელი საკითხის მოგვარება.
გქონდეთ თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის რაღაც დრო პოლიტიკისთვის. როგორც კინოში წასვლისთვის გამონახავთ დროს, როგორც ჰობისთვის გამონახავთ ხოლმე დროს, როგორც ფეხბურთის სათამაშოდ ან სალონში წასასვლელად გამონახავთ ხოლმე დროს, ასე გამონახეთ თვეში ერთხელ თუნდაც რამდენიმე საათი, რომელსაც სახელმწიფოებრივ თემებს დაუთმობთ.
ამის გარეშე არაფერი გამოვა. ყოველთვის მოგვატყუებენ. იმიტომ რომ სამყარო ასეა მოწყობილი - ცუდის გაკეთება უფრო ადვილია, ვიდრე პირიქით და გაფუჭება ყოველთვის უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება.
გამფუჭებლებს, ცუდებს უნდა აჯობონ კარგებმა, თუ გვინდა რომ კარგ სამყაროში ვიცხოვროთ. თანაბარი ძალაც არ კმარა. უნდა ჯობნიდნენ კარგები ცუდებს. სხვაგვარად პოზიტივის ეფექტი ყოველთვის ნაკლები იქნება ნეგატივზე.
აზროვნება ისწავლეთ. დამოუკიდებელი აზროვნება. პიროვნებები გახდით. დამოუკიდებლები, ავტონომიურები, სხვისი აზრის ფეხებზედამკიდებლები, პრინციპულები, შეუპოვრები, დაუღალავები.
მოსთხოვეთ საკუთარ თავს შინაარსიანი ცხოვრება! ნუ იცხოვრებთ ავტოპილოტზე, ინერციაზე მინდობილები. ცნობიერი ნაწილი აამოძრავეთ თქვენში, გააძლიერეთ ცნობიერი ნაწილი, იზრუნეთ რომ ცნობიერმა აჯობოს ხორციელ/ბიოლოგიურს. ყველაფერი მდაბალი მაქედან მოდის. ცნობიერებამ უნდა წარმართოს ადამიანის ყოფა და არა ხორციელმა.
მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა!
|