სალამი. ჩემი ცოლის ბებიას აქვს სოფელში ლუდის ჩამოსახმელი აპარატი. და კიდევ იყიდა ნაყინის აპარატი(ჩამოსასხმელი)
ინდ მეწარმის საბუთს ანახლებს ეხლა. (ქონდა ადრე და განახლება ჭირდება)
და შემდეგ უნდა დარეგისტრირდეს როგორც მცირე მეწარმე. (აქ ვიცი რომ ყოველ თვე დეკლარაციას ავსებ და 1% -ს იხდი)
ნუ ყოველშემთხვევაში გლოვო და ვოლტში რომ მუშაობენ ბიჭები. ეგენი მასე იხდიან. და არც საკასო აპარატი არ აქვთ))
ეხლა რა მაინტერესებს ეს ზემოთ ჩამოთვლილი ყველაფერი რომ გააკეთოს და ყოველ თვე დეკლარაციაც ავსოს და ბიუჯეტშიც გადარიცხოს თანხა.
საკასო აპარატი მაინც ჭირდება??
/////////////////////////////////////////
და ბოლო შეკითხვა რამე ისეთი არ არსებობს? საკასო აპარატის გარეშე რომ ამუშაოს ეს ლუდის აპარატი და ნაყინის აპარატი? ადრე იყო რაღაც მასეთი მახსოვს 150 თუ 200 ლარს იხდიდი ყოველ თვე.
რამე მასეთი არსებობს?
კიდევ ერთხელ მარტივად დავწერ))) საკასო აპარატის შეძენა არ სურს და როგორ მოიქცეს? რომ მერე ვიღაც არ დაადგეს და არ დააჯარიმონ. მადლობელი ვიქნები თუ მიპასუხებთ
This post has been edited by night-blue on 26 Mar 2023, 22:26