გამარჯვება კაი ხალხს.
ინგლისელი კაცი იუნიონ ჯეკს რომელ კუნძლზეც ჩაარჭობდა, იმ კუნძლს ღმერთიც ხვავს და ბარაქას დააბერტყავდაო. ეს თქვა ფრანგმა გუსტავ ფლობერმა.

კუნძულამდე მისაღწევად, მშფოთვარე ოკეანეების და ზღვების გადასალახად, გულადობა და სულის სიმტკიცეა საჭირო.
ერთიც ჰქონდა და მეორეც.
ვინც არ უნდა ყოფილიყო, უბრალო მეთევზე თუ სამეფო ფლოტის მეზღვაური, ყველა მღეროდა. მღეროდნენ და ასე რითმულად ჭიმავდნენ თოკებს და შლიდნენ აფრებს. მღეროდნენ ყოველდღიურ ყოფით სიმძიმეებზე თუ სიყვარულზე, მეგობრობაზე თუ რომით სავსე კასრებზე (ესპანელ ქალიშვილებზეც

)
მოკლედ ძალიან ღირსეული და ჰარმონიული რამეებია.
რამდენიმეს გთავაზობთ და თუ თვენც გაქვთ მსგავსი ტრფობები, გაგვიზიარეთ.
კორნუოლელი ჯიგრები "Fisherman's Friends"
იგივე სიმღერა, ამერიკელი დევიდ კოფინის შესრულებით. ძააან მაგარი ვერსია. A Drop of Nelsons Blood- გარეშე
ესეც iconic სიმღერა Haul Away Joe
იგივე სიმღერა ირლანდიელი ძმების უძლიერესად შესრულებული
ესეც დევიდ კოფინის მიერ
შანტების პატრიარქის ჯონი კოლინზის უმაგრესი Leave Her Johnny
იგივე სიმღერის ტკბილი ვერსია, ტიპაჟებიც ისეთები არიან, დასავლეთის ცივილიზაციის ზღაპრების პერსონაჟებს ჰგვანან, განსაკუთრებით მარცხნივ ორი ტიპი.
მარჯვენა ბოლო, ნამდვილ ზღვის მგელს

მაგარი კაცები Kimber's Men დასამახსოვრებელი სიმღერით
ესეც

სიმღერა
ამის აკადემიური უმაგრესი ვერსია
https://www.youtube.com/watch?v=7-UEJjyA43Q
ეს ალბათ ყველასთვის ნაცნობი
P.S. მილიონი წელიწადია ფორუმზე თემა არ გამიხსნია, სკოჩმა გამათამამა და აჰა აგერ