#60353669 · 10 May 2023, 02:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საოცარი სიმღერაა, ახლა ვსწავლობ ზუსტად ფორტეპიანოზე ამის შესრულებას. უდიდეს შვებას და თავისუფლების სულს შეიცავს ეს მარტივი და გენიალური მუსიკა.
ერთერთი ვერსიით, ეს სიმღერა CIA-მ დაწერა და საავტორო უფლებები სკორპიონს გადასცა. ამით რამდენიმე საქმე გაკეთდა. ბენდმა ფული იშოვა, სიმღერა ბერლინის კედელის დანგრევის, საბჭოთა კავშირის დაშლის და კიდევ მრავალი "ცვლილების ქარის" სიმბოლო გახდა. მეორე მხრივ ამ სიმღერაში გაზვიადებულია მოლოდინი ახალი, შეცვლილი რუსეთის მიმართ. ამერიკის უშიშროება ხვდებოდა, რომ იმედგაცრუება ძალიან რეალური იყო და ამ სიმღერის ავტორობაც კლაუს მაინეს დაუთმო, რითაც პასუხისმგებლობა აირიდა, რომელიც შეიძლება ხელოვანს ეპატიოს, მაგრამ არა საერთაშორისო დაზვერვას. ჯგუფმაც არ იუარა ის რაც მას უამრავ შემოსავალს მოუტანდა.
მაგრამ ახლა ზემოხსენებული იმედგაცრუების გამო, არა ზაფხულის ღამის გამაგრილებელი "Wind OF Change"-ის, არამედ "Storm of Change" - ის დაწერა გვიწევს.
ისე ქოციანობის შეცვლის მერე ჩვენც მოგვიწევს ჩვენი ვერსიის დაწერა "Following Mtavari River Down to Dedaena park"
"Walking down Mtatsminda To Rustaveli Street" დედაენის პარკს რატომაც დავწერ დი მიხვდებით.
|