თემა შეიძლება პოლიტიკური არ იყოს, მაგრამ იმდენად მარტივად ეგება ხალხი თაღლითების ანკესზე მინდა თქვენც გაგიზიაროთ ჩემი შემთხვევა.
ერთი საათის წინ მობილურზე მივითე შემდეგი მესიჯი (სამჯერ ზედიზედ გამოიგზავნა სქინში არ ჩანს)

ტექსტზევე ეტყობა ხომ რაც უნდა იყოს, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მძლია და ლინკზე გადავედი, საიდანაც თითქოს საქართველოს ფოსტის საიტზე ხვდებით.

ერთი შეხედვით ვითომ არაფერი. საქართველოს ფოსტის დიზაინითაა აწყობილი ვებ-გვერდი. ნავიგაციის ღილაკებზე დაჭერის შემდეგ საქართველოს ფოსტის ნამდვილ საიტზე გადადიხართ. (არ მუშაობს რამდენიმე ნავიგაციის ღილაკი, ეტყობა ბოლომდე აწყობა დაეზარათ) თაღლითობა იწყება ლინკის პირველ გვერდზე მონაცემების შევსების შემდეგ, რომლის დადასტურების შემდეგ გადადიხართ გვერდზე, სადაც უნდა შეავსოთ პლასტიკური ბარათის მონაცემები.

რათქმაუნდა არცერთი მონაცემი ნამდვილი არ ჩამიწერია. ტრუხაზე შევავსე და შემდეგ ეტაპზე რომ უნდა გადავეყვანე საიტმა ვითომ "გაჭედა".
მესიჯი გამოგზავნილია ფრანგული მობილური ნომრიდან. გუგლში არც თუ ისე დიდი ხნის ფათურის შემდეგ ერთ-ერთ საიტზე მივაკვლიე მობილური ნომრის მეპატრონეს და მისამართს. ვინმე DONVAL PHILIPPE და მისი მისამართი 95310 SAINT-OUEN-L'AUMÔNE. ხოდა რა მაინტერესებს შეუძლიათ თაღლითებს სხვისი ტელეფონის ნომრიდან ესემესების გაგზავნა? თუ არა ესეიგი ვიღაც დონვალ ფილიპი უნდა ჩავაბოზო პარიზის პოლიციაში და როგორ დავუკავშირდე?
This post has been edited by amg63 on 13 May 2023, 02:31