გამოუვა რამე ჭიჭე ვაშაძის პარტიას?
სერგო ჩიხლაძე - სპეცოპერაცია, რომლის მიზანიც საქართველოს რუსიფიკაციაა, დასკვნით ფაზაში შედის - ოხვრის, მითქმა-მოთქმის, აღშფოთებების დრო აღარ არის, უნდა გადავიდეთ ქმედებებზე
14.05.2023 / 12:54
https://www.interpressnews.ge/ka/article/75...idet-kmedebebzeრუსეთის და ივანიშვილის რუსული რეჟიმის ერთობლივი სპეცოპერაცია, რომლის მიზანიცაა საქართველოს რუსიფიკაცია, დასკვნით ფაზაში შედის, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებელი" საგარეო მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ჩიხლაძე საზოგადოებას, ხელისუფლებაზე წნეხის და პროტესტის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
"რუსეთის და ივანიშვილის რუსული რეჟიმის ერთობლივი სპეცოპერაცია, რომლის მიზანიცაა, საქართველოს რუსიფიკაცია, დასკვნით ფაზაში შედის. გუშინ ჩვენ „ნოდარ მელაძის შაბათში“ ვნახეთ შოკისმომგვრელი ფაქტები, როგორ თანამშრომლობს კრემლი და რუსეთის სპეცსამსახურები პირდაპირ, პირადად ივანიშვილთან და მის რეჟიმთან, როგორ ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში, მათ შორის, არჩევნების საკითხებში. პარალელურად, ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება რუსეთის დამატებითი ექსპანსია საქართველოში უვიზო რეჟიმის დაწესებით და პირდაპირი ფრენების დაწყებით, რაც ხორციელდება ივანიშვილის რუსული რეჟიმის სრული თანხმობით და მონაწილეობით. ამ ყველაფრის მიზანი არის საქართველოს იზოლაცია დასავლეთისგან - სრული იზოლაცია და რუსეთზე მიბმა პოლიტიკურად, ეკონომიკურად, რუსულ ორბიტაზე ჩატოვება.
მეგობრებო, დღეს ოხვრის, მითქმა-მოთქმის, აღშფოთებების დრო აღარ არის. უნდა გადავიდეთ ქმედებებზე.
არჩევანი მარტივია: ვეგუებით ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოში? ვეგუებით რუსულ ექსპანსიას? ვეგუებით საქართველოს იზოლაციას? ვეგუებით ევროკავშირისგან, ნატოსგან ათწლეულობით დისტანცირებას? არჩევნების მოპარვას? - არა, რა თქმა უნდა! გამოსავალი არის ერთადერთი, ეს არის ყველა პატრიოტი ქართველის, საქართველოს ყველა მოქალაქის, არა მარტო პოლიტიკოსების ან პარტიების, მობილიზება, ერთიანობა და ყოველდღიურ რეჟიმში პროტესტის წნეხი ივანიშვილის რუსულ რეჟიმზე, რომლის საბოლოო მიზანიც უნდა იყოს რუსული რეჟიმის დემონტაჟი, თავისუფალი არჩევნების მოპოვება და ევროკავშირისკენ და ნატოსკენ სვლა!, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
This post has been edited by მაწო:+) on 14 May 2023, 14:46