მახსოვს წლების წინ ბიჭი შემიყვარდასავით და იმისგან დიდად არ იყო მსგავსი დამოკიდებულება ჩემდამი
ხოდა
არასოდეს მჯეროდა ჯადოების და მსგავსი სისულელეების
მაგრამ მაინც ვცადე და ვუდუს მაგიას მივადექი
გამოვძერწე (არ მახსოვს რისგან) მისი ვუდუ დოლი, ზედ მისი თმის ღერი დავამაგრე
საიტზე ეწერა, რომ ფრთხილად უნდა ყოფილიყავი, რადგან ეს მეთოდი შენს თავს არ შეაყვარებინებს, უბრალოდ აეკვიატები და ძალიან ხანმოკლედ, მაგრამ შენზე გაგიჟდება და ჭკუა აერევაო, შემდეგ შეიძლება სულ დაგიკიდოსო
ამაზეც თანახმა ვიყავი, მაინც არ მჯეროდა
ხოდა გავაკეთე ეს ვუდუ დოლი, მის თავზე რაღაც ლოცვები წავიკითხე და დავიკიდე ეს ამბავი
გამოხდა ხანი
და ეს ბიჭი სიყვარულში მიტყდება, მეუბნება რომ მისთვის ძალიან ძვირფასი ვარ, რომ უჩემოდ არ შეუძლია
მაგრამ არც ჩემთან შეუძლია
შოკში ჩავვარდი
ამის შემდეგ მალევე გავწყვიტეთ ერთმანეთთან ყველანაირი კავშირი
მოკლედ რეკომენდაციას ვუწევ ვუდუს მაგიას, მეგობრებო