N_e_o_Nმე ვერ გავარჩიე აერთოდ რა იარაღი აქვს და არც მაინტერესებს, რადგან მაგით თუ მის გარეშე იგრძნობა თავში ავარდნა და პოლიციის გავლენა.
ეს თემა მთავრობაზეც არაა, სულ იყვნენ ასეთები.
მოდი ცოტა პატარა ისტორიას დავწერ, რომელიც მიშას დროს შემემთხვა დაახლოებით ასეთ ქალთან:
დავჯექი ტრანსპორტში ( ლუდი მქონდა დალეული) და ვიღაც ორი ტიპი საეჭვოდ მიყურებდა. თვალი - თვალში გავუყარეთ და აქ დამთავრდა. დაიძრა ტრანსპორტი და ქალაქის ყველაზე ცენტრალურ ადგილზე ( ყოფილ საკრებულოსთან) მანქანა უდგება ავტობუსს, ჩავყავარ ორ ტიპს და მთხოვენ მანქანაშI ჩავჯდე. ჩავჯექი და ქალი ყვირის ფული მოიტანეო. რა ფული - მეთქი, აზრზე არ ვიყავი.
თუ არ იტყვი შენ იყავი, პატრულს დავურეკავო.
არ ვყოფილვარ და როგორ მეთქვა.
მოვიდა პატრული, ხელები შემიკრეს და მოვიდა პოლიციის ბობოლა, რომელიც მაგინებდა და მირტყავდა. ( ეგ ტიპი დაკავშირებული იყო მაგ ქალთან)
ამ ქალისთვის 10 ლარამდე თანხა მოუპარავთ და იქვე დაუგდიათ თან , ანუ აიღო და თურმე როგორ გაუბედეს თემაში იყო.
მე კი მხოლოდ მაისურის და კეპის გამო ვიყავი ეჭვმიტანილი.
იქ ხელი არავინ დამადო რომ აი ეს იყოო, მაგრამ არც შერჩენა გამოდიოდა.
გამათლება მოვისმინე მერე, რომ რა მოხდა ვიღაცამ ხელი თუ გამარტყა, აგვისტოს ომის დროს რუსების ვერტმფრენები დასდევდნენ თურმე.
კაი ხანი პატრულის მანქანის დანახვაზე მეწყებოდა შფოთვები.
პატარა და შესაბამისად გამოუცდელი ვიყავი.
ხო მართლა, 16 წლის ვიყავი მაგ დროს
ამას ახლა არც ბოროტად ვიხსენებ და არც ვინმეს რომ ხელი დავადო და ასე შემდეგ, უბრალოდ პატარა ისტორიათ ჩათვალეთ . ჩაიარა მაგ ამბავმა და სხვა დეტალები აღარ დამიწერია ვინმეს იდენტიფიკაცია იყოს შესაძლებელი.
ჩავთვალოთ რომ ყუშიტაშვილის მსგავსმა ქალმა დარეკა და შეაწუხა საპოლიციეთი მიშას დროს
velasquez