გამარჯობათ, მართალია კარგად ვერკვევი უკვე კომპიუტერში მაგრამ მაინც ვერ გავიგე რომელი პროცესორის არჩევა ჯობია
ვისაც გაქვთ მეტი ცოდნა იქნებ დაგვეხმაროთ და გაგვიზიაროთ

რამოდენიმე კითხვა მაქვს რაც ვოტა გაუგებარია ჩემთვის
1) აქვს თუ არა პროცესორის შერჩევისას დიდი მნიშვნელობა მის ქეშს? ზოგს 30 მბ აქვს ზოგს უფრო ცოტა, ზოგს მეტი. რამდენად მნიშვნელოვანია ბირთვებისა და ნაკადების რაოდენობის მნიშვნელობა, აგრეთვე ბირთვის სიჩქარე, ასევე მნიშვნელოვანია ქეში? რომელია უფრო პრიორიტეტული საინტერესოა
2) ინტელის პროცესორებზე ხშირად არის ტურბო რეჟიმი, საბაზისო ბირთვის სიჩქარის გარდა უწერია კიდევ მაქსიმუმი. ეგ როგორ მუშაობს? ისე ხომ არაა სულ საბაზისო სიჩქარით მქონდეს პროცესორი და დიდ დატვირთვაზეც კი არ ირთვებოდეს ტურბო რეჟიმი, მეკიდევ ამის გამო მქონდა ნაყიდი უფრო მეტი გადახდილი და მგონია რენდერის დროს უფრო სწრაფად მუშაობს და ამ დროს საბაზისო სიჩქარით მუშაობს მხოლოდ და ტყუილად მგონია რამე. მაგის ჩართვას ავტომატურად აკეთებს თუ რა მაფიაა? მე თუ უნდა დავარაზგონო ე.ი. ჩაინიკი იუზერისთვის გამოუსადეგარია ხომ? ჯობია არ მიაქციოს მაგას ყურადღება შერჩევისას რადგან ვერ გამოიყენებს. როგორც მაგალითად კ სერიის მექნება თუ უბრალო სულერთია რადგან ვერ ვიყენებ მაინც და ვინმე შეიძლება ამის გამო მეტს იხდის და ტყუილად აქვს მაინც ვერ იყენებს.
ანუ რისთვის ვიბოდიალე ამდენი. ორი პროცესორი მაქვს. ერთი ტურბოთი მეტია სიტყვაზე 4.8 მდე ადის მაგრამ საბაზისო უწერია 2.4. მაქვს მეორე რომელიც ტურბოთი არაა და საბაზისო აქვს 3.5 თუ ის ტურბო არ ირთვება ხშირ შემთხვევაში და ვერ ვიყენებ თუ არ გადავწვი კომპი მაშინ არ ჯობია მეორე ავიღო? საბაზისოთი უფრო სწრაფად მომემსახურება ყოველთვის.
3) ცოტა ბირთვი და სწრაფი თუ ბევრი ბირთვები და შედარებით ნელი? რომელი ჯობია? სერვერის პროცესორები მაგალითად უფრო ნელია 2.7 ან 3.4 უწერია მაგრამ 3-4 ჯერ მეტი ბირთვი და ნაკადი აქვს. საინტერესოა მაგით უფრო სწრაფ შედეგს მივიღებ თუ ცოტა ბირთვიანი მაგრამ 4.8 სიჩქარის პროცესორით???
მაგალითად რაიმე პროცესი მოქმედება როცა უნდა დაამუშაოს როგორ აკეთებს ამას ერთ ბირთვში უშვებს მხოლოდ პროცესს და დანარჩენი სხვა მოქმედებას ელოდება ან სხვა შემთხვევაში უმოქმედოა თუ პატარა პროცესსაც კი ინაწილებს ყველა ბირთვი თანაბრად და ისე მუშაობს?ვიცი რომ გაააჩნია. მაგრამ ჩამოვწერ პროცესებს. რაიმეს დარენდერებისას როცა პროცესორით არენდერებ მაშინ რომელი აჯობებს? 12 ბირთვიანი 24 ნაკადით თუ 16 ბირთვიანი 32 ნაკადით ცოტა უფრო ნელი?
ან მაგალითად ისეთი თამაში რომელსაც დიდი პოლიგონი აქვს და შენი პირადი სივრცის გარდა გარეთაც ხდება უამრავი პროცესები პარალელურად. მაგალითად სტრატეგიული თამაშები, ნუ gta _ც შეიძლება, მაინკრაფტი და ა.შ. აქ რომელი ტიპის პროცესორი მოგცემს უფრო მეტ შედეგს? სერვერის ტიპის თუ ცოტა ბირთვიანი მაგრამ დიდი სიჩქარის.
და ასევე მესამე ტიპის პროცესი. როცა თამაში მიდის და რაც შენ ირგვლივ ხდება მარტო ის პროცესი მუშავდება მხოლოდ, აქ ალბათ ცოტა ბირთვიანი პროცესორი მაგრამ უფწრო სწრაფი აჯობებს ხომ? თუ არა? აქაც ჭირდება ისე პროცესორს შუაზე გარღვევა თუ გრაფიკას ბოლომდე ავწევთ ვიდეოკარტა ხომ უნდა ამუშაოს კარგად?
სულ ეს იყო. დამეხმარეთ გთხოვთ
This post has been edited by Mr Angry on 12 Jun 2023, 22:53