„ამ 31 წლის მანძილზე წართმეულ ქონებას მოსახლეობას დავურიგებთ, 50 მილიარდი ლარი გადაუნაწილდება ხალხს“ – გურამ აბსანძე
ეკონომიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი გურამ აბსანძე, რომელიც პოლიტიკაში დაბრუნებასა და არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს:
– არჩევნებში უზენაესი საბჭოს არცერთი დეპუტატი არ მიიღებს მონაწილეობას. მათგან ზოგიერთი შევარდნაძის პარლამენტში გადაბარგდა და პუტჩისტების გვერდში დადგა, ხოლო პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებს შეარჩევენ ის დეპუტატები და ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხთან ერთად, რომლებსაც დღემდე არ უღალატიათ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისთვის და ისინი შევლენ საარჩევნო სიაში.ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ გავაყალბებინოთ არჩევნები. იმის შიშით, რომ გაააყალბებენ არჩვენებს, მაშინ არავინ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ჩემი ღრმა რწმენით პარტიას, რომლემაც სამი არჩევნები მოიგო ზედიზედ, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა მეოთხედ არავითარ შემთხვევაში ხმას არ მისცემს, ვინაიდან, მათ მიერ მიცემული დაპირებების 80% არ შესრულებულა. მოსახლეობა გადაიღალა ნაც-ქოცური ხელისუფლებისა და მათი სატელიტების შემყურე, მითუმეტეს, რომ 2024 წლის არჩევნები ტექნიკური თვალსაზრისით (ხმის ელექტრონული მიცემა) უფრო სრულყოფილი და სანდო უნდა იყოს გაყალბების კუთხით. არანაირი ბიზნესი არ მაქვს არც რუსეთში და აღარც სხვაგან. ერთი საცხოვრებელი ბინა მაქვს თბილისში და რვა სული ვცხოვრობთ. მყავს სამი შვილი და არცერთი მათგანი არ მუშაობს. „ოცნება“ რომ ხელისუფლებაში მოსულიყო, ჩემმა ვაჟმა ბევრი იღვაწა ამისთვის, როცა „ოცნებამ“გაიმარჯვა, გახარებულმა იარაღი გაისროლა ანაკლიაში და ამის გამო 6 წელი პირობითი მისცეს და ბოლომდე მოახდევინეს. სულ ცდილობენ, ჩემს შესახებ ტყუილები გაავრცელონ, სიმართლე კი ის არის, რაც ახლა გითხარით. ჩემს გვერდით დგანან ჩემი მეგობრები, ღირსეული მამულიშვილები, რომლებსაც სურთ საქართველოს გადარჩენა…
უმძიმესი სოციალური მდგომარეობის გამომწვევი მიზეზია ეკონომიკის მართვის ის მოდელი, რომელსაც ურთიერთმონაცვლე რეჟიმები შეუცვლელად გადასცემენ ერთმანეთს. შევარდნაძე-სააკაშვილი-ივანიშვილის ხელისუფლებებმა ქართველი ხალხი გაძარცვეს.
მთავარი ახალი ამბები
„ამ 31 წლის მანძილზე წართმეულ ქონებას მოსახლეობას დავურიგებთ, 50 მილიარდი ლარი გადაუნაწილდება ხალხს“ – გურამ აბსანძე
ალია ავტორი - ალია 18:40 05-15-2023
A A
9,182
ნანა სულავა
,,ალიას“ კითხვებს პასუხობს ეკონომიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი გურამ აბსანძე, რომელიც პოლიტიკაში დაბრუნებასა და არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს:
– არჩევნებში უზენაესი საბჭოს არცერთი დეპუტატი არ მიიღებს მონაწილეობას. მათგან ზოგიერთი შევარდნაძის პარლამენტში გადაბარგდა და პუტჩისტების გვერდში დადგა, ხოლო პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებს შეარჩევენ ის დეპუტატები და ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხთან ერთად, რომლებსაც დღემდე არ უღალატიათ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისთვის და ისინი შევლენ საარჩევნო სიაში. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი მხრიდან წარდგენილ სიას ექნება საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს დეპუტატთა და ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენელთა რეკომენდაციები, რომ ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირონ ამ კანდიდატებს. სიაში 150 კანდიდატი იქნება. აღნიშნული სია აუცილებლად გამოხატავს ეროვნული ხელისუფლების მიზნებსა და პრინციპებს და თუ გაიმარჯვებენ და მოვლენ ხელისუფლებაში, მაშინ ეროვნულ ხელისუფლებას ექნება მორალური უფლება, ითანამშრომლონ ახლადარჩეულ პარლამენტთან. ამის შემდეგ დაიწყება მოლაპარაკება ქვეყანაში კანონიერი ხელისუფლების აღდგენასთან დაკავშირებით.
– თქვენ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია – ,,ეროვნული თანხმობისა და სამართლიანობის აღდგენის კავშირი“-ს სახელით მიიღეთ მონაწილეობა. მაშინ ზვიად გამსახურდიას ბევრი მომხრე ჰყავდა და მაინც ვერ მიიღეთ შესაბამისი ხმები. თუ შევარდნაძემ გააყალბა არჩევნები, რა, ესენი არ გააყალბებენ?
– ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ გავაყალბებინოთ არჩევნები. იმის შიშით, რომ გაააყალბებენ არჩვენებს, მაშინ არავინ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ჩემი ღრმა რწმენით პარტიას, რომლემაც სამი არჩევნები მოიგო ზედიზედ, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა მეოთხედ არავითარ შემთხვევაში ხმას არ მისცემს, ვინაიდან, მათ მიერ მიცემული დაპირებების 80% არ შესრულებულა. მოსახლეობა გადაიღალა ნაც-ქოცური ხელისუფლებისა და მათი სატელიტების შემყურე, მითუმეტეს, რომ 2024 წლის არჩევნები ტექნიკური თვალსაზრისით (ხმის ელექტრონული მიცემა) უფრო სრულყოფილი და სანდო უნდა იყოს გაყალბების კუთხთ.
– ბატონო გურამ, ამბობენ, რომ თქვენ რუსეთში გაქვთ ბიზნესი…
– არანაირი ბიზნესი არ მაქვს არც რუსეთში და აღარც სხვაგან. ერთი საცხოვრებელი ბინა მაქვს თბილისში და რვა სული ვცხოვრობთ. მყავს სამი შვილი და არცერთი მათგანი არ მუშაობს. „ოცნება“ რომ ხელისუფლებაში მოსულიყო, ჩემმა ვაჟმა ბევრი იღვაწა ამისთვის, როცა „ოცნებამ“გაიმარჯვა, გახარებულმა იარაღი გაისროლა ანაკლიაში და ამის გამო 6 წელი პირობითი მისცეს და ბოლომდე მოახდევინეს. სულ ცდილობენ, ჩემს შესახებ ტყუილები გაავრცელონ, სიმართლე კი ის არის, რაც ახლა გითხარით.
– აბა, როგორ შეძლებთ ბრძოლასა და გამარჯვებას ფინანსების გარეშე?
– ჩემს გვერდით დგანან ჩემი მეგობრები, ღირსეული მამულიშვილები, რომლებსაც სურთ საქართველოს გადარჩენა…
უმძიმესი სოციალური მდგომარეობის გამომწვევი მიზეზია ეკონომიკის მართვის ის მოდელი, რომელსაც ურთიერთმონაცვლე რეჟიმები შეუცვლელად გადასცემენ ერთმანეთს. შევარდნაძე-სააკაშვილი-ივანიშვილის ხელისუფლებებმა ქართველი ხალხი გაძარცვეს.
ჩვენ გვაქვს სიები, თუ ვინ რამდენი წაართვა ქართველ ხალხს. საზოგადოება აზრზე არაა, თუ ვინ რამდენი მიიტაცა.
– ჰოდა, გვითხარით…
– მოსახლეობის 92%-ის ქონება მიიტაცა 8%-მა. ფაბრიკები, ქარხნები, მიწები, გემები, ეროვნული სიმდიდრეები… ასეთი რამ პოტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ ქვეყნებშიც მოხდა, მაგრამ მათგან განსხვავებით, საქართველოში ტოტალური ფორმა მიიღო. მსგავსი რამ არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა. ის, რომ შემნახველ სალაროებში შენახული თანხები პირწმინდად წაერთმიათ ხალხისთვის, არავის გაუკეთებია. ეს თანხა შეადგენდა 8 მილიარდ 200 მილიონს. ეს თანხა ანტიკონსტიტუციური გადატრიალების შემდეგ წაართვეს ხალხს და გადანაწილდა მოსახლეობის იმ 8 პროცენტში. დროებითმა მთავრობამ, სიგუას ხელმძღვანელობით, 1992 წელს საქართველოს მოსახლეობას შეატანინა ფული შემნახველ სალაროში და დაპირდა, გაგიორმაგებთო და ესეც წაართვეს. ბოლოს გამოაცხადეს პრივატიზაცია მაშინ, როდესაც ქართველ ხალხს ფული არ ჰქონდა. იმ 8%-მა ყაჩაღობით ხელში ჩაიგდო საპრივატიზაციო ობიექტები, მთელი ქვეყნის სიმდიდრე, ესეც რომ არ ეყოთ, შევარდნაძემ გამოიგონა სახელმწიფო ობიექტების გასხვისების აფიორა და ასე აძლევდა ერთ ლარად მილიონიანი ღირებულების ქონებას მისი კლანის წევრებს. მერე ეს პროცესი სააკაშვილის რეჟიმმა გააგრძელა. ასეთი რამ ზვიად გამსახურდიას მთავრობას აზრად არ მოსვლია და არც მოუვიდოდა. ზვიადის გზა იყო ქრისტეს გზა, ამ სატანების გზაა ბარაბას გზა და 31 წელია, ქართველ ხალხს დაატარებენ ამ გზაზე. ჩვენ ვიცით ყველა სახელმწიფო ობიექტი, ვინ რა ფასად შეიძინა. ყველა სათანადო დოკუმენტი გაგვაჩნია და წართმეულ ქონებას მოსახლეობას დავურიგებთ. 50 მილიარდი ლარი გადაუნაწილდება მოსახლეობას.
ჩვენ გვაქვს სიები, თუ ვინ რამდენი წაართვა ქართველ ხალხს. საზოგადოება აზრზე არაა, თუ ვინ რამდენი მიიტაცა.
https://www.alia.ge/am-31-tslis-mandzilze-t...guram-absandze/