ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანებს, რომლებიც საპროტესტო აქციების შემდეგ საქართველოდან იძულებით წავიდნენ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან არანაირი კავშირი არ აქვთ და ეს იყო გვარებისა და მამის სახელების დამთხვევა.
როგორც ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში წერს;
“ყვარელში ქორწილს იხდიდა პუტინის მოწინააღმდეგე, ისრაელის მოქალაქე მოშე (მიკა) შომონის ძე ვინოკუროვი.
ლავროვის სიძის მამა (მძახალი) არის სემიონ ლეონიდეს ძე ვინოკუროვი და მის ერთადერთ ვაჟს, ალექსანდ სემიონის ძე ვინოკუროვს ჰყავს მეუღლე, ეკატერინა სერგეის ასული ლავროვა.
ასე ხდება, როცა ქვეყანაში არსებობს ორი მარინე, ორივე გიორგის ასული და ორივე ფერაძე.”- წერს დარეჯან მეფარიშვილი.
რაც ეხება მიკა ვონოკუროვს, მის სოციალურ ქსელში იძებნება პოსტები, რომლებიც უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.
ჩვენ ვცდილობთ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას, რომელსაც აუცილებლად შემოგთავაზებთ.
https://multimedia.ge/archives/3467
ცირკია რა....