დაიწყო
და უფრო კაი ფეიერვერკები იქნება
რუსული წყაროების ცნობით, პატრიარქ კირილეს ავტომობილმა ავტოავარია მოაწყო
https://www.radiotavisupleba.ge/a/32422199.html9 წუთის წინ
რუსული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, ავტომობილი „აურუსი“, რომელიც წინასწარი მონაცემებით, რუსეთის პატრიარქ კირილეს ემსახურება, მოსკოვის ცენტრში შეეჯახა ავტომანქანა „ვოლვოს“.
ტელეგრამ-არხი „ბაზა“ წერს, რომ დაშავდა ერთი ადამიანი. იმყოფებოდა თუ არა ავტომობილში პატრიარქი კირილე, უცნობია. ასეთივე ინფორმაციას ავრცელებს ტელეგრამ-არხი „ასტრაც“.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები „ინტერფაქსი“ და „რია ნოვოსტი“ მოსკოვის საპატრიარქოზე დაყრდნობით წერენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და „აურუსი“, რომელშიც პატრიარქი კირილე იმყოფებოდა, დილით უპრობლემოდ მივიდა მაცხოვრის ტაძართან.