Freedom House-მა 2019 წლის მსოფლიო თავისუფლების რეიტინგი გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოს შესახებაც არის საუბარი.
როგორც Freedom House-ი წერს, საქართველოში რეგულარული და კონკურენტული არჩევნები ტარდება და ქვეყნის დემოკრატიული ტრაექტორია 2012-13 წლებში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაუმჯობესდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროგრესი ბოლო წლებში სტაგნაციას განიცდის. „ოლიგარქ მოთამაშეებს დიდი გავლენა აქვთ პოლიტიკაზე და პოლიტიკურ არჩევანზე, ხოლო უმაღლეს კანონს ჯერ კიდევ პოლიტიკური ინტერესები ასტიმულირებს“, - წერს Freedom House-ი.
პოლიტიკური უფლებების კატეგორიაში, რომელშიც შედის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პოლიტიკური პარტიის შექმნის უფლება, ოპოზიციური ძალის არსებობა და ა.შ. საქართველოს მთლიანობაში 40-დან 25 ქულა დაუწერეს.
სამოქალაქო თავისუფლების კატეგორიაში საქართველოს 60-დან 38 ქულა მიანიჭეს. მასში შევიდა თავისუფალი მედიის საკითხი, რელიგიის, განათლების, პოლიტიკური შეხედულების გამოხატვის საშუალება. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების დაფუძნების საშუალება, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ინდივიდუალური თავისუფლება და ა.შ.
აღსანიშნავია, მხოლოდ ერთ ქვეკატეგორიაში საქართველოს მიანიჭეს 4-დან 4 ქულა. ეს არის, იყენებენ თუ არა ინდივიდები თავისუფლად გადაადგილების, მოქალაქეობის შეცვლის, სამსახურის ან განათლების შეცვლის უფლებას.
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/97320/fr...garishi-mtavari