თემის ინსპირაცია გახდა იუზერი კაიზერ სოზა, რომელმაც წუხელ შეაქო აპდაიკი და ახსენა, რომ პულიცერის პრემია აქვს ორჯერ მოგებულიო; ჰოდა მსგავსი შედეგი მხოლოდ ფოლკნერს ჰქონდაო.
ეს პოსტი როდესაც წავიკითხე გამახსენდა, რომ მსგავსი მიღწევა აქვს თანამედროვე ამერიკელ მწერალს კოლსონ უაიტჰედს. თან ბოლო გამარჯვებული მაგ პრემის, თუ არ ვცდები.
მოკლედ, აფრო ამერიკელი გახლავთ ეს ჩვენი მწერალი.
აქვს რამოდენიმე რომანი და ჯილდოები მოუტანეს ნიკელის ბიჭებმა და მიწისქვეშა რკინიგზამ.
ორივე რომანი ნათარგმნია ქართულად და არსებობს მათი პდფ ვერსია ინტერნეტში, თან უფასოა.
მე არ ვიცნობ ამ კაცის შემოქმედებას და გადავწყვიტე დღეს გავიცნო, რადგან ორივე წიგნის ელექტრონული ვერსია ვნახე, ფეისბუქსზე ჯგუფში- "პდფ ლიგა". ვისაც სურვილი გაქვთ გაიცნოთ ამ კაცის შემოქმედება, შეგიძლიათ გადმოწეროთ და წაიკითხოთ. რედიტზე ძალიან აქებენ ამერიკელები. ძირითადი თემატიკა რაც არის ხვდებით ალბათ, კანის ფერიდან გამომდინარე. ჰოდა, დამაინტერესა მორიგი იაფფასიანი ჭ კლასის მწერალია, რომელიც იმიტომ გაიქაჩა რომ ზანგია, თუ მართლა ნიჭიერი კაცია
შემომიერთდით თუ სურვილი გექნებათ, თან ვისაც გაინტერესებთ თანამედროვე ლიტერატურა და მითუმეტეს ამერიკის, ეს მწერალი გამოგადგებათ, რადგან დღეს ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალაა ამერიკული ლიტერატურის. აბა, ერთი ვნახოთ, თანამედროვე ქართული ლიტერატურის მსგავსად იაფფასიანი ნაჯღაპნის პოპულარიზაცია ხდება იანკებთან, თუ მართლა ლიტერატურასთან გვაქვს საქმე და ფოლკნერი საფლავში სირცხვილისგან არ იწვის.