#62454058 · 30 Jan 2026, 15:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დაჯერება“ – ეს არის გონებრივი დონე, „მე ვფიქრობ, რომ ეს სიმართლეა“. „რწმენა“ – ეს არის ცოცხალი, პირადი ურთიერთობა ქრისტესთან, სადაც ადამიანი არა მხოლოდ „ფიქრობს“, არამედ ეყრდნობა, ენდობა და ცხოვრობს ამ სიმართლით. დაჯერება: ინტელექტუალური თანხმობა, აღიარება ფაქტის ან პრინციპის სიმართლედ. გონებრივი დარწმუნება („მე მჯერა, რომ ეს ჭეშმარიტია“) დემონებიც „დაჯერებულნი არიან“, რომ ღმერთი არსებობს (იაკ. 2:19), მაგრამ ეს არ ცვლის მათ ცხოვრებას. რწმენა: პიროვნული, ურთიერთობითი ნდობა და მინდობა ღმერთის მიმართ გულის, ნებისა და ცხოვრების მიმართულება („მე ვენდობი და ვეყრდნობი“) აბრაამის რწმენა – მან არა მხოლოდ დაიჯერა, არამედ მოიქცა ღმერთის სიტყვის მიხედვით (დაბ. 15; რომ. 4)
პ.ს. როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ სწამს ღმერთის, მაგრამ მაინც არასათანადოდ იქცევა, მას კი შეიძლება სჯეროდეს და არა სწამდეს (როგორც დემონებს მაგალითად), მაგრამ უფრო მოსალოდნელია, რწმენის სიმწირეს განიცდიდეს, ანუ, სწამდეს, მაგრამ მისი სიმყარე არასაკმარისი იყოს, რათა მისი მცნებები ზედმიწევნით შეასრულოს.
This post has been edited by დათიკო on 30 Jan 2026, 15:30
--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
|