სკოლიდან მოყოლებული, შემდეგ კი ზრდასრულ ასაკში დაინტერესებით არაერთი ისტორიული მასალის გადაკითხვით, ბევრმა ვიცით ჩვენი ბედკრული სამშობლოს ჭირ-ვარამი.
ხარ არაბები, ხან სპარსელები, ხან ოსმალოები და ხან რუსები.
ყველა ეს ხალხი ჩვენი ერის სისხლს სვავდა.
1801 წელს, როცა რუსეთის იმპერიამ ვერაგულად დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი და თვითნებურად გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო, დაიწყო კიდეც ჩვენი სამშობლოს დე-იურე ოკუპაცია რუსეთის იმპერიის მხრიდან. აქედან მოყოლებული ძალიან ბევრი ტერიტორია დავკარგეთ როგორც ყაზბეგის რაიონში, ასევე სრულიად საქართველოში დვალეთის(ჩრდილოეთ კავკასიაში 1859 წელს) ჩათვლით. მიმაჩნია რომ გაეროში ზუსტად ამ რუქზე
http://s019.radikal.ru/i609/1203/1b/284d2986729a.jpg დაყრდნობით უნდა მოვითხოვოთ რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დემაკრაცია.
2003 წლიდან სააკაშვილის მეთაურობით საქართველო დაადგა ურყევ პრო-დასავლურ გზას, რომელი გზაც მხოლოდ და მხოლოდ აშშ-ს ინტერესებზე გადის. ზუსტად 2004 წელს დაიწყო NATO-ს ეგიდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საზენიტო რაკეტების დემილიტარიზაცია. სართო ჯამში 600-მდე საზენიტო რაკეტა იქნა დემილიტარიზებული
http://s15.radikal.ru/i189/1208/d8/ab0f0eed7c1b.jpg არა და მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს მთავრობა, როდესაც სახელმწიფოს მშენებლობას იწყეს, შეიარაღებულ ძალებში პირველ რიგში აყალიბებს თავდაცვით ზღუდეებს გარე მტრისაგან თავდასაცავად, ჩვენ კი ამის ნაცვლად დავჭერით და გადავყარეთ ეს თავდაცვითი საშუალებები, რომელმა საქციელმაც 2008-ში მწარე გაკვეთილი ჩაგვიტარა, თუმცა მთავრობას ჭკუა მაინც ვერ ასწავლა.
2008 წელს, როგორც ყველას გახსოვთ ზუსტად ჰსთ-ში გაგვიჭირდა ყველაზე ძაან და ზუსტად იმ ჩვენმა დასავლეთელმა მეგობრებმა, რომელთა ეგიდითაც დავჭერით და გადავყარეთ 600-მდე საზენიტო რაკეტა, სამი თითის კომბინაცია დაგვანახეს.
მინდა ავღნიშნო რომ იმ 600 რაკეტიდან, მინიმუმ ნახევარი ექვემდებარებოდა კაპიტალურ რემონტს(იმ დროს უკვე არსებოდა ბელორუსილ კომპანია ТЕТРАЭДР-ის პროექტები, განხორციელებული პრაქტიკაში), თუმცა ჩვენმა მთავრობამ NATO-ს ინტერესები საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე წინ დააყენა და მოახდინა ამ რაკეტების დემილიტარიზება - იმის მაგივრად რომ მოეხდინა მათი კაპიტალური რემონტი და შეექმნა ეფექტური ჰსთ ქვეყნის საჰაერო სივრცის დასაცავად.
ახლა მინდა შეგახსენოთ ყველას დიმიტრი მედვედევის 2011 წლის 21 ნოემბრის განცხადება
http://www.youtube.com/watch?v=myMo-XeGq1E , სადაც მან დაუფარავად დააფიქსირა საქართველოში ინტერვენციის რეალური მიზეზი. ამ განცხადები შემდეგ NATO-ს გენერალიტეტს ჩემი სუბიექტური აზრით უნდა მოეწვია რიგგარეშე ყრილობა და პირდაპირ უნდა მივეღეთ ამ ორგანიზაციაში; ან როგორც მინიმუმ უნდა აეღოთ იურიდიული ვალდებულება ჩვენი დაცვის(მათ შორის სამხედრო ძალით) გარე საფრთხეების შემთხვევაში, რათა არ დაეშვათ NATO-ს მომავალი წევრის სუვერენიტეტის შელახვა; რადგან ჩვენ გავხდით თავდასხმის მიზანი რუსეთის მხრიდან ზუსტად იმის გამო რომ NATO-ს გაფართოვება არ მომხდარიყო.
მათ არცერთი არ გააკეთეს და ისევ ფეხებზე დაგვიკიდეს. გაგვყიდეს ორ შაურად.
არაფრად არ ჩააგდეს ის გარემოება რომ საქართველოს, როგორც NATO-ს არაწევრ ქვეყანას, ყველაზე დიდი კონტიგენტი ჰყავს ავღანეთში, ზუსტად ამავე NATO-ს ინტერესების დასაცავად.
ამ ძალზედ მცირე ინფორმაციის გაანალიზებიდანაც კი ჩანს რომ ჩვენ ვართ მხოლოდ ინტერესების გადაკვეთის სფერო აშშ/NATO-სა და რუსეთს შორის. ამიტომ გამიჩნდა იმის სურვილი რომ გავერიყოთ ამ ორ ძალას: NATO-სა და რუსეთს(ისედაც გარიყულები ვართ).
2004 წლიდან მოყოლებული საქართველოს შეიარაღებული ძალები ვითარდებოდნენ არა საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად, არამედ NATO-ს ინტერესების გასატარებლად სხვა და სხვა ცხელ წერტილებში. ამას კი პირდაპირ უწყობდა და უწყობს ხელს საქართველოს დღევანდელი მთავრობა.
ჩემი სურვილია გვქონდეს ისეთი პოლიტიკური წყობის ქვეყანა, როგორიც შვედეთია თავისი ნეიტრალიტეტით. ანუ, აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო მრეწველობა, რომელიც აძლევს შესაძლებლობას შვედეთს რომ ისეთი ძლიერი ქვეყანა, როგორიც რუსეთია, თავის ადგილზე მოსვას არა აშშ-ს ზურგს უკან ამოფარებულმა, არამედ საკუთარი სამხედრო შესაძლებლობებით.
ამომივიდა ყელში იმის ყურება, თუ ქართველნი როგორ იბრძოდნენ ხან ოსმალეთის იმპერიის დროშის ქვეშ ოსმალეთის იმპერიის ინტერესების გასატარებლად სხვა ქვეყნებში; ხან სპარსეთის დროშის ქვეშ; შემდეგ რუსეთის/საბჭოთა კავშირის დროშის ქვეშ და ეხლა აშშ-ს დროშის ქვეშ!
ძირს ყველა იმპერია!
გაუმარჯოს ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას!
გვფარავდეს ღმერთი!
1918 - ბრესტ-ლიტოვსკის ზავი. თურქეთს გადაეცა ბათუმისა და არდაჰანის რეგიონები.
1921 - საქართველოს ოკუპაცია.
1921 - აფხაზეთის ССР.
1921 - აჭარის АР.
1922 - სამხრეთ ოსეთის АР.
იზრაილ გელფანდი; ლეიბა ბრონშტეინი, ადოლფ იოფე, ვლადიმირ ბლანკი, გრიგორი ალფელბაუმი.
მოგიტყ........ "მოძმე" ებრაელი ერი!