სალამი მეგობრებო, კაროჩე გადავწყვიტე, რომ გულახდილი ვყოფილიყავი და ჩემს პრობლემაზე მოგიყვეთ.
(რომელზედაც დარწმუნებული ვარ, რომ ძაააალიან გაინტერესებთ).
ესეიგი, როგორც დავწერე, ბოლო რამოდენიმე წელი ჩემი სოციალური ცხოვრება თითქმის 0-მდე დაეშვა. მეგობრები რომლებიც ძალზედ მიყვარდა და ვუყვარდი, ყოველდღე მწერდნენ და ხშირად ვნახულობდი ხოლმე, მიმატოვეს.
რეალურად 90% ყველა მეგობარი თუ ნაცნობი დავკარგე და ახლა ვიმყოფები ანტი-სოციალურ მდგომარეობაში. ანუ რეალურად არავინ არ მყავს.
ძალიან უცნაური გრძნობაა, რომ ჯერ კიდევ ცოტახნის წინ დილით უანრავი მესიჯით იღვიძებდი და რამოდენიმე საათით საუბრობ და ახლა დღე შეილება ისე გავიდეს რომ არავინმა არ მოგწეს... საშინელი გრძნობაა.
To make matters worse, ეს საშინელი გრძნობა მიუარესდება ზაფხულს, როცა გარეთ აგბისტოს პაპანაქება სიცხეში მოძრაობ, მაგრამ ეს გარეთ ცხელა და რელაურად შინაგანან სიბნელეს და სიცივეს გრძნობ.
To make matters even worse, ბოლოს გოგო რო მყავდა და დიდ იმედებს ვამყარებდი, უბრალოდ მალევე მიმატოვა.
ასაკი თუ გაინტერესებთ, 25 წლის ვარ, თბილისში ვცხოვრობ.
რეალურად ჩემი ბრალია რომ ასე მოხდა და წარსულში რო დავბრუნდე, საკუთარ თავს ჩავწიხლავდი.
სკოლა/უნივერსიტეტის ასაკისას ახალი ნაცნობების და მეგობრების პოვნა ყველაზე მარტივი საქმეა და ეს შენი მოვალეობაა რომ ეს ურთიერთობები შეინარჩუნო და მათი დახმარებით კიდე ხალხი გაიცნო, ეს ბუნებრივი პროცესია. მაგრამ ვაი და სკოლა/უნივერსიტეტის პერიოდის შემდეგ უბრალოდ ყველაფერს გააფუჭებ, სამომავლოდ შეილება მეგობრების გარეშე დარჩე და აი მანდ დაგენძრევა, რადგან ასაკთან ერთად ხალხის გაცნობა და დამეგობრება უფრო რთულდება, იმიტომ რომ ყველა დაკავებულია, თავიანთი პრობლრმები აქვთ ან უკვე მოძებნეს თავიანთი
სასტავი და აღარ სურს კონფორტის ზონიდან გამოსვლა.
და ვინც ჩემნაირად მარტო რჩება, მაგათ უწევთ სიბნელეშჯ ყოფნა, საზოგადოებაში მოჩვენებებად გადაქცევა.
ნუ ხო კაი, რეალურად ასე ცუდათ არ მაქ საქმე. მოკლედ რო ვთქვა, შემოსავალი მაქ, ერთი ორი მეგობარი შემრჩა და მთლად განდეგილი არ ვარ მაგრამ მაინც, ხალხთან კომუნიკაცია ძალიან მჭირდება და social skills თითქმის ნულამდე დამივარდა.
ხოდა, რჩევა მჭირდება, როგორ შეიძლება რომ ახალი ხალხი გაიცნო in your mid 20s, რა ევენთებია? რა სად დადის ხალხი ან რა ჰობი შემიძლია ავითვისო რო ხალხი გავიცნო? რა არის პოპულარული?
რეალურად, თქვენგან რჩევა მჭირდება, გქონდათ თუ არა ასეთი პერიოდი და რა როგორ გადალახეთ.
ამ პოსტს მერე წავშლი. :დდ