საინტერესოა დღევანდელი გადმოსახედიდან, ოცნება პროდასავლურ ძალად მიაჩნია ამ ფორუმის იუზერებს თუ პრორუსულად?
შარშან ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა დასავულ ღირებულებებზე აპელირებით და ნატო-ევროკავშირისკენ სვლის გაგრძელების დაპირებით.
თუმცა უკვე მაშინ ბევრისთვის სადაოც კი არ იყო ოცნების თვალთმაქცობა ამ კუთხით. მაშინაც საკმაოდ მოზრდილი ნაწილი საზოგადოების ფიქრობდა, რომ ეს ძალა პრორუსული უფროა ვიდრე პროდასავლური.
სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს და განვლილი 10 თვის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, პროდასავლურია ოცნება?
http://www.domain.com,,ბურჯანაძე და ,,ოცნება“ არის ერთი და იგივე ძალა, ბურჯანაძესთან დაახლოებული პირები არიან ოცნებაში, მარგველაშვილი ,ხადური... და ის ხალხი, ვინც მოდის შევარდნაძისგან,“- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი გადაცემა ,,არჩევანში“ საუბრისას.
ზურაბიშვილი დასძენს, რომ ბიძინა ივანიშვილის კოალიციაც ისეთივე პრორუსული ძალაა, როგორც ბურჯანაძის, ამ არჩვენებში კი ის დასავლური ორიენტაციის მქონე საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელსაც გამარჯვების რეალური შანსი აქვს, ვერ ხედავს. ამასთან, ზურაბიშვილი „ფსევდოდასავლური მიმართულების კანდიდატს“ უწოდებს დავით ბაქრაძეს.
,,ჩემი ამ არჩევნებიდან გათიშვით, სინამდვილეში არჩევანის უფლება წაერთვა იმაზე დიდ ნაწილს, ვიდრე მეგონა. არჩევანის უფლება წაერთვა, რადგან პროდასავლური რეალური კანდიდატი აღარ რჩება თუ არ ჩავთვლით დავით ბაქრაძეს, რომელიც არის ფსევდოდასავლური, ,,ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მაგრამ იმდენად არის დისკრედიტირებული ,,ნაციონალური მოძრაობა“, რომ ბაქრაძეს შანსი არ გააჩნია.
მეორე მხარე არის ბურჯანაძე და ,,ოცნება“ და ის ფსევდო დისტანცია, რომელიც დაიჭირა ივანიშვილმა ბურჯანაძესთან . ბურჯანაძესთან დაახლოებული პირები არიან ოცნებაში, მარგველაშვილი, ხადური... და ის ხალხი, ვინც მოდის შევარდნაძისგან. ბურჯანაძე და ,,ოცნება“ არის ერთი და იგივე ძალა, იგივე განცხადებებით, რომ ,,ევრაზიული კავშირი რატომაც არა“, ,,უნდა გავბედოთ და ვთქვათ, რომ რუსეთთან ურთიერთობა შეიძლება და ამის რატომ უნდა გვრცხვენოდეს“ და ა.შ.