"აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს" - ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის სერგო შუბითიძის ადვოკატი
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ტელეფონები აერია და საუბარი არა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონზე, არამედ სულ სხვა მობილურ საშუალებაზე იყო.
"აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. მინდა ვამცნო საზოგადოებას, რომ მას შეეშალა სხვა ტელეფონში და პირადად ბაჩალეიშვილის ტელეფონზე არ იყო საუბარი. სხვა ტელეფონზეა საუბარი. მასზე არავითარი ზეწოლა არ ყოფილა", - განაცხადა ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ.