ვინ არიან ისინი, ვინც მოქალაქეებს პლაკატებისთვის აკავებდნენ
2 ივნისის ღამით მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებასა და მათთვის პლაკატების წართმევაში რიგით პოლიციელებთან ერთად სისტემის მაღალჩინოსნებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. ზოგიერთ მათგანს აქტივისტები უკვე კარგად იცნობენ, ვინაიდან სხვა აქციებიდანაც ახსოვთ.
ლაშა ჯოხაძე
2 ივნისის ღამეს პირველი ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა პოლიციელებმა ადვოკატი შოთა თუთბერიძე დააკავეს. ის პარლამენტის კიბეზე იჯდა მცირე ზომის პლაკატით, რომელსაც ეწერა “ირაყლი”.
მისკენ მოულოდნელად დაიძრა პოლიციელთა ჯგუფი, რომლის ავანგარდშიც ლაშა ჯოხაძე იდგა. მან ხელის კვრით ჩამოიშორა ერთ-ერთი დემონსტრანტი, შემდეგ კი კიბის საფეხურზე მჯდომი თუთბერიძე, სიტყვის უთქმელად, ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანა ტერიტორიიდან. მას სხვა პოლიციელებიც მიეხმარნენ.
ჯოხაძე თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსია. ის ამ პოზიციაზე 2020 წლის აპრილში დაინიშნა. ჯოხაძეს პირველი ფინანსური დეკლარაცია 2012 წელს უფიქსირდება. მაშინ ის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. ამ პოზიციაზე ჯოხაძემ დაწინაურებამდე იმუშავა.
გელა ქურდაძეშოთა თუთბერიძე უკვე დაკავებული იყო, როცა პოლიცია მოძრაობა “ჯიუტის” ლიდერთან, ლაშა ჯანჯღავასთან მივიდა. საღამოობით პარლამენტთან ანტისამთავრობო აქციებს სწორედ “ჯიუტი” უწევს ორგანიზებას.
ჯანჯღავა ჰყვება, რომ სანამ დააკავებდნენ, ხელში ე.წ. რუპორი და კონსტიტუცია ეჭირა.
“ერთი მაღალჩინოსანი მოვიდა და იმან ანიშნა, რომ მე დავეკავებინე. [ამას] არც საუბარი უძღოდა წინ და არც გაფრთხილება”, — უთხრა ჯანჯღავამ “ნეტგაზეთს”, როცა ვკითხეთ, რაიმე ფორმით გააფრთხილეს თუ არა დაკავებამდე.
მაღალჩინოსანი, რომელზეც აქტივისტი საუბრობს, გელა ქურდაძეა. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ ჰკიდებს ხელს ქურდაძე ჯანჯღავას და თავის კოლეგებს ანიშნებს, დააკავონ “ჯიუტის” ლიდერი.
სერგი ბზიშვილი
2 ივნისის ღამით პოლიციელებმა უფლებადამცველი საბა ბრაჭველიც დააკავეს. თავდაპირველად აქციაზე არ იმყოფებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც აქტივისტების დაკავების კადრები ნახა, პარლამენტთან გავიდა.
ბრაჭველს ხელში ეჭირა წარწერა, რომლის გამოც მანამდე შოთა თუთბერიძე დააკავეს: “ირაყლი”. როგორც თავად ჰყვება, დაკავებამდე პოლიციელი ესაუბრა.
“აქციაზე ჩემს თანამოაზრეებთან დგომის დროს ჩემთან მოვიდა რამდენიმე პოლიციელი, სერგი ბზიშვილის მეთაურობით… მან მითხრა, მიმეცა მისთვის ჩემი პლაკატი, რაზეც მივუგე, რომ ეს ჩემი საკუთრება იყო და არ მივცემდი.
მან მითხრა, ‘არალამაზი რამე’ აწერია ზედო, რაზეც ავუხსენი, რომ ჯერ ერთი, ეს უცენზურო სიტყვა არ იყო და მეორე, რომც ყოფილიყო, ეს დაცული იყო ჩვენი კანონმდებლობით და სტრასბურგის სამართლით”, — წერს ბრაჭველი.
მისივე თქმით, ბზიშვილს მიუთითა 2015 წლის შემთხვევაზე, როცა პოლიციამ დააკავა “პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები, წარწერით
“პანორამა არა ###”.ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა, გადაწყვეტილება კი 2022 წელს დადგა.“[პოლიციას ვუთხარი], ‘პანორამა არა ###’ წარწერაზეც კი
თქვა სტრასბურგმა, ადამიანის ამის გამო დაკავება არ შეიძლებაო.არ ვიცი, სტრასბურგის ხსენების გამო გაბრაზდა ბატონი სერგი თუ პანორამის გამო, ამ დროს უბრძანა თავის ქვეშევრდომებს, ეს გაიყვანეთო, რის შემდეგაც წამაქციეს, ტერიტორიიდან გამიყვანეს, ხელბორკილები დამადეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს იმ ფურცლის წართმევა. ცხადია, სამართლის სრული უგულებელყოფით”, — იხსენებს ბრაჭველი.
სერგი ბზიშვილი, რომელსაც უფლებადამცველი ახსენებს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა.
ზურაბ რუხაძე
ზურაბ რუხაძე 2 ივნისს გადაღებულ არაერთ ვიდეოში ფიგურირებს. კადრების მიხედვით, ის აქტივისტ ნიკა რომანაძისა და უფლებადამცველ ედუარდ მარიკაშვილის დაკავებაში მონაწილეობდა.
მარიკაშვილს დაკავებამდე ცარიელი ფურცელი ეჭირა, რომელიც ერთ-ერთმა პოლიციელმა დაუხია.
ნეტგაზეთი
ხო, თემას რაც შეეხება, კიდევ, ამ ფაქტების გამოა ჩემთვის ბერას და ხიხოს მონა სახელად ირაყლი. სტარსბურგის გადაწყვეტილება მხოლოდ გირგვლიანის დროს იყო წონიანი თქვე დედაზე ადრე მოტკნულო ქოცებო? ახლა აღარ ფასობს ის როცა მისივე გადაწყვეტილებას არღვევთ და უკანონოდ აკავებთ ხალხს?!