#60449006 · 11 Jun 2023, 11:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მისი კუდი, ელისაშვილის დისშვილი თუ ძმისშვილი მოწოდების სიმაღლეზეა სამაგიეროდ. შეგახსენებთ, რომ ელისაშვილი და იოსელიანი მეგობრები და თანაპარტიელები არიან, სახალხო დამცველის მოადგილის პოსტზე კი დაინიშნა ელისაშვილის ახლო ნათესავი და ამაში იოსელიანი და ელისაშვილი პრობლემას ვერ ხედავენ. რა მოხდა მერეო...
ახლა კი საქმე: ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) სხდომაზე სახალხო დამცველის მოადგილის, ნათია ჯულაყიძის გამოსვლას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აკრიტიკებენ.
განსაკუთრებით კრიტიკის ქვეშ ომბუდსმენის მოადგილის გამოსვლის ის ნაწილი მოექცა, სადაც ნათია ჯულაყიძე სახალხო დამცველის მანდატსა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობაზე საუბრობდა.
რა თქვა სახალხო დამცველის მოადგილემ?
8 ივნისს ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას ნათია ჯულაყიძემ სასამართლო სისტემაზე საუბრისას თქვა, რომ ამ მიმართულებით სახალხო დამცველის მანდატი შეზღუდულია.
ნათია ჯულაყიძემ ასევე განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარი თქვეს 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე. თუმცა ჯულაყიძეს არ უხსენებია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სამუშაო ჯგუფებში ჩართვის საშუალება „სამართლიან არჩევნებს“ (ISFED) არ მისცა.
„სახალხო დამცველის მოადგილემ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია“
„არასწორ რამეს ამბობს აპარატის ახალი თანამშრომელი ამ ვიდეოში. სახალხო დამცველს აქვს სასამართლოს საქმიამობაზე მუშაობის მანდატი, გამოცდილებაც და მეთოდებიც. 5 წელი ამას ვაკეთებდით და ამის გამო ბევრი მიმართულებით ჩვენი საქმიანობა სანიმუშოდ მიიჩნეოდა. ეს განცხადება, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს თემებზე მუშაობას აღარ აპირებს აპარატი ან უბრალოდ არასწორ ცოდნასთან გვაქვს საქმე. ორივე შემთხვევა დასანანია“, – დაწერა სოციალურ ქსელში გიორგი ბურჯანაძემ.
12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებს სამოქალაქო ორგანიზაციებმა ბოიკოტი გამოუცხადესო – არც ერთ იმ ორგანიზაციას, ვინც სამუშაო ჯგუფში იყო მიწვეული, პროცესისთვის ბოიკოტი არ გამოუცხადებია. პირიქით, ჩვენ ვითხოვდით უფრო მეტ ღიაობას და ჩართულობას ამ ჯგუფებში და პირიქით, თავად “ქართულმა ოცნებამ” დაბლოკა ისფედი არჩევნების სამუშაო ჯგუფიდან. კარგი იქნებოდა, მოადგილეს ამ ნაწილზე ესაუბრა, თუ მაინცდამაინც ჩართულობა აღელვებდა.
ნეტგაზეთი
რატომ იტყუება სახალხო დამცველის მოადგილე? როგორ ფიქრობთ, ასრულებს ახალი სახალხო დამცველი თავის მოვალეობას? ჩემი აზრით, ძალიან დასუსტდა ეს ინსტიტუცია...
--------------------
הערשעל שמױקל פּינחס ירוחם קרוסטאַפֿסקי
|