სახელმწიფოს რატო არ გადაუფორმა? მაგრამ სახელმწიფო ხომ ბიძინაა
საგიჟეთია საქართველოში
"ტექნიკური საკითხია, სასპეკულაციო არაფერია" - კობახიძე დენდროლოგიურის ივანიშვილის ცოლისთვის გადაცემაზე
https://www.radiotavisupleba.ge/a/32477909.html29 წუთის წინ
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ბიძინა ივანიშვილის შვილის სახელზე იქნება თუ ცოლის. "ტექნიკური საკითხია" ამბობს ის და ოპოზიციას ამ თემით სპეკულაციაში ადანაშაულებს.
კობახიძე ირწმუნება, რომ ეს პარკი თავიდან ბოლომდე საზოგადოებას ემსახურება.
"ბიძინა ივანიშვილს 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაზე... გამოდიოდნენ ისეთები, რომლებსაც ცხოვრებაში საკუთარი ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია და რაღაცებს ლაპარაკობენ ბიძინა ივანიშვილის მორიგი საქველმოქმედო პროექტის შესახებ", - თქვა მან.
ჟურნალისტის დამატებით კითხვას, მაინც რატომ დასჭირდა ბიძინა ივანიშვილს ამ ქონების ჯერ ბერასთვის, შემდეგ კი ცოლისთვის გადაფორმება? - კობახიძემ ასე უპასუხა:
"ერთი, ესაა ტექნიკური საკითხი, მეორე, სასპეკულაციო არაფერია, რა მნიშვნელობა აქვს, შვილზე იქნება, მეუღლეზე, თუ როგორ?.. 3 ათასი დოლარი დაგიხარჯავთ საკუთარი ქვეყნისთვის? 300 დოლარი დაგიხარჯავთ? საკუთარი ქვეყნისთვის და ქველმოქმედებისთვის 300 დოლარი რომ არ დაგიხარჯავთ და სხვის 3 მილიარდ დოლარს რომ იწუნებთ, ეს არის სირცხვილი".
რამდენიმეწლიანი მშენებლობის შემდეგ, გურიაში დენდროლოგიური პარკი 2020 წლის ივლისში გაიხსნა. ბაღი 60 ჰექტარზეა გაშენებული და ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს.
დენდროლოგიურ პარკს შპს ურეკი რეზიდენსი ფლობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2016 წელს მისი მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილი იყო, 2017 წელს იგი მის შვილს, ბერა ივანიშვილს გადაეცა. ბოლო ცვლილებით, 2023 წლის 6 ივნისს შპს ურეკი რეზიდენსი ბიძინა ივანიშვილის ცოლს, ეკატერინე ხვედელიძეს გადაუფორმეს.
პარკის მშენებლობის დროს არაერთხელ გამართულა აქცია. მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელები აპროტესტებდნენ მრავალწლიანი ხეების გადარგვას. აცხადებდნენ, რომ ბუნებას ფასდაუდებელი ზიანი ადგებოდა და მის აღდგენას ათეული წლები დასჭირდებოდა.
This post has been edited by მაწო:+) on 27 Jun 2023, 16:12