[წინა გაზაფხული]
ძმაკაცი გამითხოვდა
სახლში მოაკითხეს, ნივთები ჩაალაგა
და მომავალ მეუღლესთან გადასახლდა
ქალთან
მეზობლები ვლოცავდით
...
[ზაფხული]
ზაფხულში არაფერი მომხდარა, გარდა იმისა რომ ცხელოდა
ამიტომ ეს ნაწილი გამოვტოვოთ
...
[შემოდგომა]
ძმაკაცი ფეხმძიმედაა
ცოლი ნერვიულობს
რა გაუძლებს ორსული კაცის გამოხტომებს (ზაიობებს)
...
[ზამთარი]
ძმაკაცის მეუღლემ გათბობა ჩართო
გაზზე ბევრი მოვიდა
თვის ბოლოს ყველა სევდიანია
მთელი ხელფასი თევზში, მჟავე კიტრში და გადასახადებში მიდის
(მომავალი) ბავშვი კარგადაა
...
[გაზაფხული]
მე და
ძმაკაცის მეუღლე
ერთად ვნერვიულობთ
და ჩაჩავას ეზოს
სიგარეტის ბიჩოკებით ვავსებთ
მის თვალებში ვკითხულობ რომ
საუკეთესო მამა იქნება
...
[ზაფხული]
აი ზაფხულიც მოვიდა
ბავშვი კარგადაა
ყველაფერი წინ არის