რამდენიმე წელია 2014-იანი აკორდი მყავს, ჰიბრიდი. ტურინგი - ანუ მაქსიმალური კომპლექტიცია. კი არის ნათქვამი ყველას თავის მანქანა მოწონსო, მაგრამ არა მგონია ობიექტურობა მაკლდეს - საოცრად გამძლე მანქანაა. სატარებლადაც ძალიან კომფორტული და თავის კლასში, კონკურენტებთან შედარებითაც ყველაზე დახვეწილი და კომფორტულია მე მგონი.
ეს ახალი რაც ვნახე - ესეც ჰიბრიდი და ტურინგია. ეს კიდევ უფრო ბევრად კომფორტულია. აი შეუდარებლად უფრო მაგარია ვიდრე 2014 წლის მოდელი. ბევრად დახვეწილი. ლამაზიც. პრინციპულად სხვა მანქანაა უამრავი დამატებითი ფუქნციით.
მაგრამ რად გინდა. ))
უკვე თითქმის ოთხი თვეა პატრონი გაყიდვას ცდილობს. ყველანაირი ფასი ედო, ძვირიც, იაფიც, საშუალოც

)) რუსთავშიც ყავდა დატოვებული ბაზრობაზე თითქმის 2 თვე. მაგრამ საერთოდ არავინ გამოჩენილა. არ ვუტრირებ - აი საერთოდ არავინ... ))
წარმოუდგენელია ჩემთვის ამ მანქანას გვერდით ჩაუარო და ქამრი იყიდო უფრო ძვირად, თან 100 დან ასივე პოტენციურმა მყიდველმა. წარმოუდგენელია მაგრამ ფაქტია.
ტოიოტას სიყვარულს ვერავინ მასწავლის - ბევრი წელია 4runner მყავს, უერთგულესი მანქანაა, მთელი საქართველო მოგვატარა ოჯახას და ვერც წარმოგვიდგენია იმის გარეშე. მაგრამ ყვეალაფერს ხო თავის ადგილი აქვს? ამ კლასში აკორდი ჩემი აზრით ბევრად წინაა ვიდრე ტოიოტა. მაგრამ ეს ყველაფერი თეორიაში. პრაქტიკაში მოცემულობა ისაა რო ოთხი თვე მანქანა არა თუ არ გაიყიდა, უბრალოდ არც არავინ იკითხა, ნახვაზე ხო ლაპარაკი ზედემტია.
არადა მეც ვიცი რო ამერიკაში ერთ-ერთი პოპულარული მოდელია და ტოიოტას გაყიდვებით ნამდვილად არ ჩამოუვარდება. აქ რაღაც სხვა პრინციპები მოქმედებს რაც მე ვერაფრით გამოვიცანი... )))
This post has been edited by mummut on 10 Jun 2023, 20:03