მე მქონდა (დაახლოებით) მსგავსი შემთხვევა თუ მომენტი.
რაღაც, ძალიან ლეღვურ სიტუაციაში ვიყავი და მოულოდნელად ქალი დავლანდე... საოცნებო, ნანატრი, სიზმრებში ათასჯერ ნანახი... არც მე ვიყავი მარტო და არც ის... თუმცა თვალს მაინც ვერ ვაშორებდი... გული საგულედან აპირებდა ამოხტომასო, რას ნიშნავს მაშინ მივხვდი...
დავიწყე თვალი გაპარვა... დაიჭირა ჩემი მზერა.. ერთხელ, ორჯერ... "ასჯერ"... ბოლოს შემრცხვა, მომერიდა თუ რა ჯანდაბა დამემართა არ ვიცი... თავს ძალა დავატანე და რამდენიმე წამი თვალი ავარიდე... მერე ისევ გავიხედე მისკენ, და... თვალმოუშორებლად მიყურებდა... გავიხედე გვერდზე, ისევ გავხედე... ისევ მიყურებდა... ბოლოს თვალი თვალში გავუყარე... არც ის ჩამომრჩენია... ლამის იქეთ დამიწყო თვალებით დაბმა... საშინლად დავიბენი.. არადა არ გამოდიოდა... ვერ მივიდოდი

....
ისე დავშორდით ერთმანეთს რომ არა მგონია კიდევ მომეცეს მისი ნახვის ბედნიერება...
ხოდა, რა მაინტერესებს:
რას გრძნობთ ასეთ დროს ქალები, ან რას ფიქრობთ, ან რისი თქმა გინდათ, ან საერთოდ რა ხდება მაგ დროს თქვენში?
თუ ყოფილხართ ხოლმე მსგავსად გამომწვებები? და თუ მართლა მიიღო თქვენი გამოწვევა მამრმა, მერე თუ იმალებით, ან ხომ არ ამბობთ რომ შეგეშალათ ბატონო, მე გათხოვილი ვარ (ან არ ვარ თავისუფალი) და ა.შ...
მაინტერესებს,
მართლა ჰქონდა იმის სურვილი რომ მივსულიყავი და გავცნობოდით ერთამენთს... ან რას ცდილობდა...
არადა ვიმეორებ, არც ის იყო მარტო.. უბრალოდ იმ მომენტისთვის ორივე მარტონი დავრჩით...
(ირონია გამორიცხეთ, ვიცი რაც არის ირონიული მზერა.... და ზუსტად ვიცი რომ იგი მაშინ მასეთი (ირონიული) არ იყო...))
თან,ესეც ნახეთ
This post has been edited by Lаki on 11 Dec 2018, 20:33
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3