ძველი სკოლის რვეული ვიპოვე, სადაც თემა მქონდა დაწერილი მე-7კლასში რომ ვიყავი. ისეთი პატრიოტული პათოსით იყო გაჯერებული ცოტა არ იყოს გამიტყდა კიდეც ))) ანუ როგორი ზღაპრების მჯეროდა ჩვენ ერზე
სადღაც 25წლის ასაკში გამიძაფრდა საკუთარი ქვეყნის და ერის მიმართ პროტესტის განსაკუთრებული გრძნობა.
ვეღარ ვუძლებ ამდენ სიყალბეს, უვიცობას, მონობის არჩევას და ა.შ.
მიუხედავად ყველაფრისა მაინც ბოლომდე არ მიმდის გული გადავუსვა ხაზი ჩვენ ერს.
ხოდა, ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს კითხვას ვიმსახურებთ თუ არა დამუკიდებლობას, რადგან ვერ გავიგეთ ჯერ მისი ფასი.
პასუხი ზოგჯერ პესიმისტური მაქვს, ზოგჯერ ოპტიმისტური, მაგრამ ვფიქრობ რომ მაინც არ ვართ მთლად წყალწაღებული.
თქვენ რას ფიქრობთ თანაფორუმელებო ვიმსახურებთ დამუკიდებლობას ?
ამ კვლევებს თუ დავეყრდნობით ხალხს დასავლეთი უფრო უნდა, ვიდრე ეს ჩამყაყებული რუსეთი, მაგრამ პროტესტ რომ ვერ ვხედავთ და ცვლილებების სურვილს ?