Umanko Serapioni
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1341
წევრი No.: 110450
რეგისტრ.: 25-January 10
|
#60481469 · 21 Jun 2023, 16:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აი, [განვრცობადი] სია უმუშევარი მწვრთნელებისა, რომლებიც აკმაყოფილებენ ორ მთავარ კრიტერიუმს:
ა) თუ წესიერად დაამუშავებ - რეალურია თანხმობის მიღება იმაზე, რომ საქართველოს ნაკრების გაწვრთნაზე დათანხმდნენ ბ) როგორც მწვრთნელი, ჯობია სანიოლს. optional ც) 70 წელზე უმცროსი უნდა იყოს, ენერგია შესწევდეს ცოტა.
Javi Gracia წვრთნიდა ოსასუნას, მალაგას, ვალენსიას, ლიდსს და რუბინსაც კი. გარკვეულ ავანსებს იძლეოდნენ ამ კაცზე, თუმცა ჯერ კიდევ ვერაფერი დაამტკიცა. ნუ, გარდა იმისა, რო სანიოლზე კაი მწვრთნელია, რასაც დიდი არაფერი სჭირდება. სანაკრებო გამოცდილება არ აქვს.
Ralph Hasenhüttl იდეაში, ზუსტად ისეთ ფეხბურთს ათამაშებდა საუთჰემპტონს, ჩვენ რომ აქ ვითხოვთ - ყიჟინით გარბოდნენ თავდასხმაში მიუხედავად იმისა, ვის ეთამაშებოდნენ. ზოგჯერ 4 0 ს იგებდნენ, ზოგჯერ 9:0 ს აგებდნენ. საბოლოოდ გააგდო სოტონმა. ბევრად უფრო ეფექტური იყო ლაიპციგსა და ინგოლსტადში. პლიუსები: შემტევი ფეხბურთი & კარგი მოტივატორი. სანაკრებო გამოცდილება არ აქვს.
Lucien Favre შემდგარი მწვრთნელი, რომელიც 80 პროცენტით არ წამოვა. ნიცა, დორტმუნდი, საკუთარი საფეხბურთო ფილოსოფია, რომელიც იდეაში ძალიან გვინდა, ჩვენ ნაკრებს რომ ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია, მოედანზე დაწყდებიან 30 წუთში, ფიზმომზადება არ ეყოფათ. აზაროვი ალბათ პირველ 15 წუთში გაფშეკს ფეხებს. უკიდურესად დინამიური, სწრაფი, შემტევი ფეხბურთი. უკიდურესად მომთხოვნი და საკმაოდ კონფლიქტურიც, მკაცრი იერარქიით კლუბებში. სანაკრებო გამოცდილება არ აქვს.
Marcelino
სარაგოსა, რასინგი, ვალენსია, სევილია, ბილბაო. ერთ დროს ესპანური სამწვრთნელო სკოლის ამომავალი ვარსკვლავი, ახლა ცოტა შელანძღული რეპუტაციით, მაგრამ ცალსახად შემდგარი მწვრთნელი, რომელიც დიდი ალბათობით, მალე სადმე დასაქმდება. სათამაშო სტილი: მაღალი პრესინგი, ძალიან სწრაფი გადასვლები, მათ შორის ესპანელი მწვრთნელებისთვის არადამახასიათებელი გრძელი / მაღალი პასებით. სანაკრებო გამოცდილება არ აქვს.
Gerardo Martino
წარდგენა არ ჭირდება. საქმე ისაა, რამდენად დათანხმდება ან ჩვენ რამდენად მოგვერგება.
Paulo Bento
კარგი შედეგები ოლიმპიაკოსში (შიდა ჩემპიონატში), კორეის ეროვნულ ნაკრებში (აზიის ფარგლებში, ჩემპიონატზე ჩაისვარა). მშენებელი მწვრთნელია (4 წელი სეულში), სამხრეთ კორეა თვისობრივად სხვა ლეველზე აიყვანა ტაქტიკურად. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კორეაც მეტწილად სონზეა ჩამოკიდებული, ისე როგორც ჩვენ კვარაზე - შესარჩევებზე ძალიან ეფექტურად იყენებდა ამას ბენტუ, მაგრამ მაღალი დონის ტურნირზე უკვე ვეღარაფერი გააწყო.
Alex McLeish
კარიერა იმით გაიკეთა, რომ ფერგიუსონს "ეხმარებოდა". ერთ დროს უკარგესი რეინჯერსის თავკაცი იყო, ახლა მოხეტიალე მწვრთნელია (ზამალეკსაც კი დათანხმდა). ბოლოს შოტლანდიის ნაკრებიდან გამოაპანღურეს. სანიოლს ტაქტიკური განსწავლულობით ჯობია, მაგრამ სტილით სულ სხვანაირ ფეხბურთს თამაშობს და ალბათ ნაკლებად გამოგვადგება.
Quique Sánchez Flores
იხ. მარსელინო. არშემდგარი ესთეტი. მოხეტიალე (უარს დიდი ალბათობით არ გვეტყვის). ერთ დროს პერსპექტიული, მაგრამ ინგლისში ძალიან ჩაისვარა. დიდი ალბათობით ან არაბეთში წავა საკლუბო ფეხბურთში, ან თურქეთში, ან საბერძნეთში. სანაკრებო გამოცდილება არ აქვს.
Giovanni van Bronckhorst
არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი, მაგრამ მიზერული შანსებია, რომ თანხმობა თქვას, მიუხედავად იმისა, რომ რეინჯერსს დათანხმდა, ჩვენზე დიდი ალბათობით გული არ გამოუწევს, პრემიერ-ლიგაში უნდა. სანაკრებო გამოცდილება არ აქვს და დიდი ალბათობით, არც უნდა.
Walter Mazzarri
ნახევარი სერია ა ყავს გაწვრთნილი, მათ შორის ნაპოლი (თასი მოიგო), მაგრამ განსაკუთრებული შედეგებით ვერ დაიკვეხნის - ინგლისში საერთოდ ჩაისვარა. კომპეტენცია ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ტაქტიკურად მოუქნელია (3-5-2 ს თამაშობს მთელი ცხოვრებაა) და დიდად სანახაობრივ ფეხბურთსაც ვერ თამაშობს, რის გამოც გამოაბუნძულეს ინტერიდან თავის დროზე. სამაგიეროდ, დისციპლინა და სტაბილურობის მოტანა არ ეშლება. სანაკრებო გამოცდილება არ აქვს, მაგრამ წესით უკვე უნდა უნდოდეს.
Slaven Bilic
ავყია ხორვატი, რომელზეც ვერავინ თანხმდება, საბოლოო ჯამში კარგი მწვრთნელია თუ მაიმუნობს (გეცნოთ სიტუაცია?). წვრთნიდა ვესტ ჰემს, ვესტ ბრომს, უოტფორდს, მოსკოვის ლოკომოტივს (ქართველები იცის, რა ხილია) და რამდენიმე არაბულ კლუბს. მთელი 6 წელი წვრთნიდა ხორვატიას და ნამდვილად არ ჰქონდა ცუდი შედეგები. სათამაშო სტილი საინტერესოა იმით, რომ მეტოქის ნახევარზე პრესინგს თითქმის არ იყენებს, მაგრამ არც ავტობუსს აყენებს - ხორვატიის მწვრთნელობისას, ბურთის მოპოვების მერე მთელი ნახევარდაცვა, ფულბექები და თავდასხმა თავქუდმოგლეჯილი გარბოდა წინ. კონტრ-შეტევების მწვრთნელია, ანუ იმას აკეთებს, რასაც სანიოლი ცდილობს, მაგრამ უკეთესად. კარგი მოტივატორის რეპუტაციაც აქვს.
Eusebio Di Francesco
სასუოლო, რომა, კალიარი, სამპდორია, ვერონა. საინტერესო მწვრთნელია და დიდი ალბათობით, ჩვენზე უკეთესი ოფერები ექნება. თან მის გუნდებში უკიდურესად მოძრავი დაცვაა ხოლმე, რომელიც ყველა სიტუაციას უნდა ერგებოდეს, და მაგას დვალს, სოლომონს და კობახიძეს მამაზეციერის გარდა ვერავინ ასწავლის. სანაკრებო გამოცდილება არ აქვს.
Fatih Terim
წარდგენა არ ჭირდება. და წესით, არარეალურიც არ უნდა იყოს დათანხმება. 69 წლისაა, საკლუბო ფეხბურთის წნეხისგან დაისვენებდა თუ რამე გამოუვა, გედის სიმღერა იქნება. ქეცბაია რომ კარგი მწვრთნელი იყოს, ფატიჰ თერიმი იქნებოდა. დისციპლინის გურუ, ეგრევე დაამტვრევდა რქებს ზოგიერთებს. ვერ წარმომიდგენია, რომ თერიმის თურქეთი ოდესმე იმას გააკეთებდა რასაც გუშინ ჩვენები მატჩის განახლებამდე აკეთებდნენ.
Slavisa Jokanovic
დინამო მოსკოვიდან გამოუშვეს ახლახანს, მანამდე იყო ფულემი, უოტფორდი, შეფილდი და ა.შ. გაგნიძეც იცის და ხვიჩაც. დასამტკიცებელი ბევრი აქვს და სწორი მიდგომის შემთხვევაში, მგონი არ იტყოდა უარს. სანიოლთან შედარებით ცალსახა აპგრეიდია. სანაკრებო გამოცდილება არ აქვს.
Sandro Schwarz
იხ. იოკანოვიჩი, ოღონდ ეს უფრო ნამუსიანი აღმოჩნდა, ომის მერე წამოვიდა და ჰერტას გაწვრთნაც მოასწრო, საიდანაც დაითხოვეს. დანარჩენებში ძალიან გავს იოკანოვიჩს, ქართველებიც იცის. შეიძლება ჩვენთან ცხვირი აუბზუონ. სანაკრებო გამოცდილება არ აქვს.
Felix Magath
წარდგენა არ ჭირდება იდეაში, ოღონდ ისედაც გული უსტუკებს და მე მგონი, არ გვინდა ამ კაცის საიქიოზე გასტუმრება. დისციპლინა, დისციპლინა, დისციპლინა. მკაცრი მონახაზები, პირქუში, ჯიუტი, არადიპლომატიური მწვრთნელია.
To be continued?
|