
სამშვიდებო ხელშეკრულება საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ქართული მხრიდან გრიგოლ ურატაძემ და რუსული მხრიდან ლევ კარახანმა, მოსკოვში 1920 წლის 7 მაისს.
ხელშეკრულების მესამე მუხლში გარკვევით წერია რომ საქართველოს და რუსეთის საზღვარი გადის მდინარე ფსოუზე.
ეს ხელშეკრულება სულ ცხვირთან უნდა ვუფრიალოთ აფხაზ სეპარატისტებს და რუსებს. რუს ტურისტებს და პუტინს.
ამ ხელშეკრულებამ მინიმუმ 2 მითი დაამსხვრია
მითები :
1. აფხაზი სეპარატისტები და რუსი ოკუპანტები სტალინს აბრალებენ რომ აფხაზეთი შეაერთა საქართველოსო და მანამდე აფხაზეთი საქართველოსი არასოდეს არ ყოფილაო. აფხაზი სეპარატისტები იმასაც ამტკიცებენ რომ იყვნენ ყოველთვის დამოუკიდებლები.
2. სერგო ორჯონიკეძემ რუსეთს გადასცა სოჭი.
ამ საარქივო აუდიო ჩანაწერში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, საქართველოს პირველი ელჩი საბჭოთა რუსეთში, გრიგოლ ურატაძე, ჰყვება 1920 წელს მოსკოვში გამგზავრებასა და ლენინთან მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებების შედეგად, ურატაძემ 1920 წლის 7 მაისს მოსკოვში ხელი მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლითაც რუსეთმა ცნო საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. გადაცემა 1950-იან წლებში გავიდა ეთერში.
https://www.youtube.com/watch?v=wK5D938drHkმადლობა გრიგოლ ურუტაძეს რომ ეს იურიდიული დოკუმენტი დაგვიტოვა.