თუ არ იქნება სამართლიანი სასამართლო, მუდამ იპარპაშებს კრიმინალი. სანამ ქოცების ოჯახებს არ შეეხება არ მიხედავთ საქმეს?
კვირა არ გავა რომ ვინმე არ დაჭრან ან მოკლან. ეს იმიტომ ხდება რომ არ იჭერენ, თაროებზე საქმეები აქვს შემოდებული და ვერც გაამტყუნებ პოლიცილებს რომ საქმეებს თაროებზე დებენ, დაიჭერს პატიოსანი პოლიციელი კრიმინალს, მერე დასჭირდებათ ეგ ადამიანები, მისცემენ პირობით ან შეიწყალებენ. ხოდა ის კრიმინალი ხო იცი რას იზავს, პოლიცელს და მის ოჯახს მიადგება და ამ პოლიცელებსაც ოჯახები ყავთ და რა ქნან?
გახსოვთ მიშა რომ ამბობდა 0 შეწყალება კრიმინალსო თუ რაც იყო, ხოდა ეხლა 100 პროცენტი შეწყალება აქვს ეხლა კრიმინალს.
და რაც არის ოფიციალურად კრიმინალი აღრიცხული, ერთი იმდენი არაოფიცილურადაა, რადგან ეშინიათ და არ ჩივიან. მათ ვინ დაიცავს როცა ვიღაცა მოსამართლე სახლში გაუშვებს. პედოფილი გამოუშვეს და ქურდი თუ გამოუშვეს რა გიკვირთ.
ვაზისუბანში ბაბუა და შვილიშვილი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
2023-07-10 13:38:06
თბილისში, ვაზისუბანში ბაბუა და შვილიშვილი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც, ორი მოქალაქე დაიჭრა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
https://itv.ge/?m=19&CID=78645