მალე დედა მეეტკნას პუტლერლანდიას
რუსეთი საქართველოთი იწყებს ჩამონათვალს ქვეყნების, რომელთა მებრძოლებზეც საქმე აქვს აღძრული
43 წუთის წინ
https://www.radiotavisupleba.ge/a/32481964.htmlრუსეთის საგამოძიებო კომიტეტი საქართველოთი იწყებს ჩამონათვალს იმ ქვეყნების, რომელთა მებრძოლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ დევნას აწარმოებს უკრაინის მხარდასაჭერად ომში მონაწილეობის გამო.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ დღეს, 29 ივნისს, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა „ოპერატიული თათბირი“ ჩაატარა ქალაქ დონეცკში. უკრაინის ეს ქალაქი ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
საგამოძიებო კომიტეტის პრესრელიზში დასახელებულია უკრაინის არმიის და უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე კონკრეტული წარმომადგენელი, რომელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. ნათქვამია ისიც, რომ მიმდინარეობს „დაქირავებულთა“ საქმის გამოძიებაც და „რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სამსახურებთან ურთიერთქმედებით შეგროვებულია მტკიცებულებები დაქირავებულების მონაწილეობის შესახებ საქართველოდან, აშშ-დან, ლატვიიდან, შვედეთიდან და სხვა სახელმწიფოებიდან“.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს 33 ქვეყნის წარმომადგენელი 160 უცხოელის წინააღმდეგ.
უკრაინაში ჯერ კიდევ 2014 წლიდან, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონბასელი სეპარატისტების ამბოხების დაწყების შემდეგ იბრძვის „ქართული ლეგიონი“. ის დღეს დაახლოებით 1300 სამხედროს აერთიანებს და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ექვემდებარება.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დაახლოებით ორ თვეში, 2022 წლის აპრილში, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ დაქირავებულობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ქართული ლეგიონის“ 24 წევრის მიმართ. მათ შორის საქმე აღძრულია ლეგიონის მეთაურ მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ. 2023 წლის მარტში, მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ 4 ქართველ მებრძოლს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან ქართველი მოხალისეების სხვა ჯგუფებიც. ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დადასტურებულია 47 ქართველი მებრძოლის დაღუპვა.