#60525537 · 4 Jul 2023, 15:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაგალითად უმუშევრობას რომ შევეხოთ. მოძალადემ განაცხადა, რომ უმუშევრობა შემცირდა საქართველოშიო. ალბათ სტატისტიკის დეპარტამენტს დაეყრდო. შევამოწმე და მართლა შემცირებულა. მშვენიერია, მაგრამ... უმუშევრობა მაგალითად თუ შემცირდა 100K ადამიანით, ლოგიკურია, რომ დაახლოებით ამდენი სამუშაო ადგილიც შექმნილიყო ხო? ასე არაა მეგობრებო, სამუშაო ადგილები არ შექმნილა. მაშინ რამ შეამცირა უმუშევრობის დონე? თუ გადავხედავთ სსიპ-ებს, მრავლად შეიქმნა და იქმნება ასეთი ორგანიზაციები და შესაბამისად იქ დასაქმებულთა რიცხოვნობა. აღმოჩნდა, რომ უმუშევრობის დონის შემცირება ამითაა ძირითადში გამოწვეული. თან იქ დიდი ნაწილი ძალიან ცუდ პირობებშია დასაქმებული და საარჩევნოდ გარანტირებულად იყენებენ მათ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ეს ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია არჩევნებზე ხელისუფლების ხმების მობილიზების. ამას ემატება დაახლოებით 100K ქვეყნიდან გაქცეული ადამიანი. თავისთავად, უმუშევრობას ეგენიც "ამცირებენ".
--------------------
הערשעל שמױקל פּינחס ירוחם קרוסטאַפֿסקי
|