ისეთი ამბები დატრიალდა მსოფლიო გეოპოლიტიკაში, სადღაც 1943/1944 წლის მიჯნაზე რომ იყო,
ბოროტების იმპერია ომს აგებდა და მსოფლიო ცდილობდა ნანგრევებში,
ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა აეწყო.
მოდი ვთქვათ, რაც ჯერ კიდევ 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო რუსეთის დამარცხება.
მაგრამ, რაც 2023 წლის 24 ივნისს მოხდა, ანუ
პრიგოჟინის მარში და შემდგომი მოვლენები (ასე შევა ეს, ისტორიის სახელმღვანელოებში)
ამან ჩართო რუსული სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის წამზომი.
რუსეთის დაშლა გარდაუვალია,
არის რამდენიმე ტექნიკური საკითხი (ვის და რა სახით დარჩება ბირთვული იარაღი, სად გაივლება საზღვრები, რა მმართველობის ფორმები ექნებათ ერთეულებს და ა.შ.), მაგრამ სტრატეგიულად ეს საკითხი გადაწყვეტილია და დროის საკითხია.
ასევე, ბუნებრივია, რომ ამ დაშლის "ანასხლეტები" გადანაწილდებიან ამერიკა/ევროპის და ჩინეთის გავლენის სფეროებში.
ეს არის ამ პროცესების გეოპოლიტიკური ლოგიკა.
რეალურად, უახლოეს 2-5 წელიწადში,
ევრაზიის კონტინენტზე ჩამოყალიბდება ორი, ერთმანეთთან თან დაპირისპირებული
და თან მოთანამშრომლე,
სამხედრო-ეკონომიკური ბლოკი.
ნატო (ამერიკის მეთაურობით)
და
შანხაის ორგანიზაცია (ჩინეთის მეთაურობით).
გვინდა ეს თუ არ გვინდა, ამ ორი გავლენის ცენტრის,
დაპირისპირების ზოლი გაივლის საქართველოზე ან მასთან უშუალო სიახლოვეს,
ასევე უნდა ვიფიქროთ, რომ ომში გამარჯვებული უკრაინა იქნება რეგიონის ლიდერი სახელმწიფო და ამერიკის პირდაპირი მოკავშირე.
ხოდა, ამ ყველაფრის კონტექსტში,
იქნებ კიდევ ერთხელ, რეალურად
ჩაფიქრდეს ეს ოლიგარქიც,
მისი მსახურებიც.
ყველა ერთად.
ჩათვალეთ, რომ მესამე მსოფლიო ომია
და როცა იქნება დამთავრდება.
მსოფლიო იქნება სულ სხვანაირი, ვიდრე ვიცოდით როდესმე.
ესე იქნება, პრაქტიკულად ისტორია იწერება.
მე ყოველ დილას რომ ატომური აპოკალიფსი არ არის - ის მიხარია (არადა, სტატისტიკურად, როდესაც ატომური სახელმწიფო ომში იმყოფება, ატომური კატასტროფის საფრთხე სულ არის)
და ბლიად,
რას ვირჩევთ?
ვის ვირჩევთ?
ამაზე პასუხი - ყველამ თავის გულში იპოვნოს.
არსებობს ცივილიზაციური არჩევნები,
იშვიათად, მაგრამ არის ესეთი დროები.
ხოდა, თუ ახლა ჩავიჯვამთ,
მერე მთელი მომავალი თაობები დაგვწყევლიან ამ გამაზული შანსისთვის.
არასოდეს არ არის გვიან იმისათვის, რომ გადახვიდე ნათელ მხარეზე.
განსაკუთრებით, როცა ეს მხარე,
ასე ცხადი და ადვილია.
გამგები გაიგებს