ნატო ევროკავშირი გაერო #####ან აქეთ რუსეთი და ველური საღორეს ######
თქვენი საერთაშორისო იმპოტენტი პოლიტიკას გავარტყი, სისხლისგან ცლიან უკრაინას
ყველა პუტლერას ევაზელინება


ჯო ბაიდენი - უკრაინა ახლა მზად არ არის ნატო-ს წევრობისთვის და „რაციონალური გზა” უნდა გაიაროს
08.07.2023 / 14:09
უკრაინა ახლა მზად არ არის ნატო-ს წევრობისთვის და „რაციონალური გზა“ უნდა გაიაროს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„არა მგონია, რომ ახლა იგი [უკრაინა] ნატო-ს წევრობისთვის არის მზად… არა მგონია, რომ ნატო-ში ახლა ერთსულოვნება არსებობს იმაზე შევიყვანოთ თუ არა უკრაინა ნატო-ს ოჯახში ახლა, ამ მომენტში, შუაგულ ომში. მაგალითად, თუ ამას ვიზამთ, მაშინ, იცით - სრულიად მზად ვართ ყოველი სანტიმეტრი დავიცვათ, რომელიც ნატო-ს ტერიტორიაა. ეს ვალდებულებაა, რომელიც საკუთარ თავზე ავიღეთ, მიუხედავად ყველაფრისა. თუ ომი გრძელდება, მაშინ ყველანი ომში ვართ… ამიტომ ვფიქრობ, რომ რაციონალური გზა უნდა გავაგრძელოთ, რათა უკრაინას შეეძლოს ნატო-ში შესვლის კანდიდატი იყოს,” - განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება პროცესია, რომელიც გარკვეულ დროს საჭიროებს ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მათ შორის დემოკრატიზაციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამაზე ზელენსკისთანაც ისაუბრა.
„სანამ პროცესი გრძელდება, შეერთებული შტატები მზად იქნებიან მიაწოდონ [უკრაინას] იარაღი, როგორც უსაფრთხოება, თავდაცვის შესაძლებლობა, როგორსაც ისრაელისთვის უზრუნველვყოფთ,” - განაცხადა ბაიდენმა.
ერდოღანიც ხო საერთოდ ჩამოსხმა ყავს გამჩენს,
რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, აგვისტოში ვლადიმერ პუტინი თურქეთს ეწვევა
08.07.2023 / 11:32
https://www.interpressnews.ge/ka/article/76...-turkets-ecvevaთურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, აგვისტოში პუტინი თურქეთს ეწვევა.
ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
ერდოღანმა ასევე ზელენსკისთან გამართულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა, კერძოდ, უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის თემაზე.
„ეს საკითხი პუტინთან განვიხილე, და პუტინი ასევე ეწვევა თურქეთს მომავალ თვეს. კვლავ გვექნება შესაძლებლობა ეს საკითხი პირისპირ განვიხილოთ”, - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინთან შავი ზღვის მარცვლეულის თემის განხილვასაც ელის და იმედი აქვს, რომ მოხდება მისი მინიმუმ ორი თვით გახანგრძლივება.
„იმედი მაქვს, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენს დღის წესრიგში - როგორც სატელეფონო დიპლომატიაში, ასევე პირადი შეხვედრის დროს, რომელიც მომავალ თვეში შედგება,” - განაცხადა ერდოღანმა.
This post has been edited by მაწო:+) on 8 Jul 2023, 14:53