არასოდეს მქონია განსხვავებული ორიენტაციის ხალხის მიმართ მტრული დამოკიდებულება, პირიქით ძალადობისგან დამიხსნია კიდეც და რამოდენიმე არატრადიცილი ორიენტაციის მქონე პიროვნებასთან მაკავშირებს მეგობრობა (სპლიყვ არ იმაიმუნო!

).
მესმის მათი გასაჭირი და ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ. უბრალოდ რა თემა ახლა- ქოცები ამათ ყბადაღებულ პრაიდს იყენებენ კარგად თავიანთი პროპაგანდისთვის, თან დაკვივრებული ვარ რამეს რომ მიქარავენ ან მაგრად უჭირთ, ამათი წყალობით ხდება მაგ ცოდვების გადაფარვა. აი, იმ ხალხს მივმართავ ვინც ამტკიცებს არატრადიციული ორიენტაცის მქონე პირების უფლებებისთვის ვიბრძვით, გასაგებია მეგობრებო! კარგია თუ იბრძვით,მაგრამ ხომ ხედავთ რომ თქვენს ქმედებებს ქოცები კარგად იყენებენ და დასავლეთსაც უკეთებთ ანტიპიარს, არ შეიძლება დაფიქრდეთ და შეეშვათ ამ პრაიდების ჩატარებას ?
მაინც ვერ ატარებთ და ხალხს აბეგვინებთ ამ ჯოგებს ტყუილ უბრალოდ, რის გამოც დასავლეთის თვალში უფრო გვიფუჭდება იმიჯი,სწორედ ეგ უნდა ქოცებს. ხოდა, ამ პრემიების იქეთ რომ ვერ იხედებით, რაღაცები ხომ უნდა გაიაზროთ არა ?
ახლა, მთავარი ამოცანა არის ქოცების დამარცხება, შემდეგ ნორმალური მთავრობა აღარ გამოიყენებს გეებს ხალხის შეშაშინებლად და მაგ გეების მიმართაც იკლებს ზიზღი და ძალადობის ფაქტები. ყველა კმაყოფილი ვიქნებით.
დავიჯერო ასეთ ელემენტარულ რაღაცებს ვერ ხვდებიან ?
უკვე მგონია, ესენიც ბიძინას თამაშს თამაშობენ.
This post has been edited by J.R.R.Tolkien on 8 Jul 2023, 23:09