#60540618 · 9 Jul 2023, 20:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თითქოს გიგანტური ვარსკვლავი ან პლანეტა ვიყო, რომელიც ახერხებს თავისი მასით დროის შენელებას. სინამდვილეში ეს ადამიანებში ადაპტაციის უნარის შენელებაა... თითქოს თვალის დახამხამებაში გაიარა მრგვალმა წელმა. თითქოს ისევ იქ ვდგავარ (პატარა სახლიდან სხვენში ატანილი და შენახული ემოციები, რომელსაც მტვერი უნდა დადგებოდა აქამდე, მზიან დღეებში ისე ჩამოცვივდენიან, დაგვეცემიან თავზე, როგორც ზაფხულში წვიმის მსხვილი, თბილი წვეთები. მიწის სურნელს ჰაერში რომ აიტაცებს და ფეხშიშველა სიარულს განდომებს). ამ სახლში ფაქტებისთვის მოწყობილ ოთახში გადავედი საცხოვრებლად. ოღონდ, როგორღაც, ჰო, როგორც ზემოთ დავწერე... და ფაქტებთან ურთიერთობაც ახალია, ჰოდა, თითქოს, რა საჭიროა? რა ვიცი. ამბობენ კი, აუცილებელიაო და ვნახოთ.
|