საქართველოს ღმერთმა უბოძა უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, რომლის პოტენციალის გამოყენებაშია ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული ძლიერი საქართველოს მშენებლობის გასაღები.
დღეს ჩვენ ეს შეგვიძლია როგორც არასდროს. მთავარია გავაცნობიეროთ რა განძი გვიჭირავს ხელთ და რა გლობალური პროცესი მიმდინარეობს პლანეტაზე და როგორ ჭირდება მსოფლიოს დიდ მოთამაშეებს საქართველოს გეოსტრატეგიული პოტენციალის გამოყენება.
ჩვენ ბედმა გაგვიღიმა, რომ მსოფლიოს მმართველი ტრილატერალის (აშშ, ინგლისი, ისრაელი) ინტერესები ემთხვევა ძლიერი საქართველოს შენების ინტერესს. ეს უნდა გამოვიყენოთ - ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია !
ევრაზიის ჰიპოთეთური გეოსტრატეგია
ევრაზიის ახალი მოწყობა დაწყებულია 2020 წლიდან და ამ მოწყობის სტრატეგიულ გეგმას ახორციელებს მსოფლიოს მმართველი ტრილატერალი (აშშ, ინგლისი და ისრაელი). გეგმა ხორციელდება ანტიტრილატერალის (რუსეთი, ირანი, ჩინეთი) საწინააღმდეგოდ. ამ გეგმის პირველი ფაზა უკრაინაში მიმდინარეობს. მეორე ფაზა ირანში დაიწყო 2023 წელს, ირანის სამხედრო ქარხნების დაბომბვით. მესამე ფაზა ცენტრალურ აზიაში განხორციელდება, ფერგანის რეგიონში და მიმართული იქნება ჩინეთის წინააღმდეგ, ჩინეთის თურქულენოვანი რეგიონების ჩართვით.
ევრაზიაში ხორციელდება ინგლისის გეოსტრატეგიული ნარატივი (ინტერმარიუმი, თურანი და ვაზირისტანი). ინტერმარიუმის გეგმით, მოხდა ინგლისის, პოლონეთის და უკრაინის გაერთიანება სამხედრო-სტრატეგიულ კავშირში, რომელიც მჭიდროდაა ბლოკში ნატოს ქვეყნებთან. 2023 წელს მოხდება რუსეთის გაძევება უკრაინიდან.
თურანის (ანტიირანის) გეგმა გულისხმობს თურქული კაგანატის ნარატივის გამოყენებას სამხრეთ კავკასიაში (სადაც შეიზღუდება რუსეთის და ირანის გავლენა), ცენტრალურ აზიაში (სადაც შეიზღუდება რუსეთის, ირანის და ჩინეთის გავლენა), ასევე რუსეთის თურქულენოვან რეგიონებში სეპარატიზმის გასაღვივებლად, რასაც უნდა მოყვეს რუსეთის და ირანის დაშლა. ირანი დაიშლება სამ ნაწილად: ჩრდილოეთ ირანი (აზერბაიჯანი), სამხრეთ ირანი (სპარსეთი) და ახლადწარმოქმნილ ქურთისტანთან შეერთებული, ქურთებით დასახლებული ირანის ნაწილი. ყოველივე ეს 2023 წლის ბოლომდე მოხდება.
სამ ნაწილად დაიშლება თურქეთიც: ახლადშექმნილ ქურთისტანთან შეერთებული, ქურთებით დასახლებული თურქეთის ნაწილი, სტამბულის და იზმირის მხარე (ჩრდილოეთ კიპრთან ერთად), რომელიც გამოეყოფა თურქეთს როგორც ახალი ევრორეგიონი (სტამბულს დაუბრუნდება კონსტანტინეპოლის სახელი) და თურქეთის დარჩენილი ნაწილი, პირობითი სახელით ანატოლია. ყოველივე ეს 2 წლის განმავლობაში მოხდება და დაიწყება 2023 წლის ივნისიდან, როდესაც ერდოღანი ახალი ვადით მოვა პრეზიდენტად და თანამდებობაზე გაძლებს 2 წელი.
ყოველივე ამის ფონზე, რუსეთს და ირანს გააძევებენ სირიიდან, რუსეთს და ირანს არ მიცემენ სამხრეთ კავკასიაში პოზიციების გაძლიერების და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის მოწყობის საშუალებას.
ცენტრალური აზია გადაიქცევა დიდ ავღანეთად, სადაც იქნება სამხედრო ძალით კონტროლირებადი ანკლავები, ძირითადად ჩინეთიდან ყაზახეთის გავლით და ჩინეთიდან, ყირგიზეთის, უზბეკეთის და თურქმენეთის გავლით მოქმრედი ტრანსკასპიური სატრანსპორტო არტერიები. ამ ორი ზოლისა და პატარა ანკლავების გარდა, ცენტრალური აზიის დიდი ნაწილი იქნება მუსულმანი რადიკალების სათარეშო ადგილი ამ თარეშის ჩინეთის უიგურიაში გადატანის პერსპექტივით, რის შედეგადაც ჩინეთიც უნდა დაიშალოს სამ ნაწილად: თურქულენოვანი რეგიონი, საკუთრივ ჩინეთი (ჩრდილოეთ ჩინეთი) და სამხრეთ ჩინეთი, რომელიც იქნება ანგლო-საქსური გავლენის ქვეშ. შედეგად , ჩრდილოეთ ჩინეთი შესაძლოა გაფართოვდეს დასუსტებული რუსეთის ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის ათვისების ხარჯზე.
ევრაზიის გეოსტრატეგიული გული არის ახლო აღმოსავლეთის (ME), სამხრეთ კავკასიის (SC) და ცენტრალური აზიის (CA) – MESCCA რეგიონი, რომელიც უმჭიდროვესი შიგა ძაფებით არის გადაბმული ერთმანეთთან გეოსტრატეგიულად.
ევრაზიის ახალი მოწყობა გულისხმობს არაბული ქვეყნების გალიდერებას მუსულმანურ სამყაროში, თურქეთისა და ირანის დასუსტების ხარჯზე. ამის შედეგად მუსლიმების სამი ცენტრი: სუნიტური თურქეთი, შიიტური ირანი და ცალკემდგომი არაბული გაერთიანება, ახლებურად დალაგდება და მასში ცალსახად გალიდერდება არაბული სამყარო, რომელიც მეგობრულ-პარტნიორული იქნება ისრაელის მიმართ.
ისრაელის ინტერესები ჩამონტაჟებულია ინგლისის ევრაზიულ ნარატივში და ეს ორივე კოორდინირებულია აშშ ინტერესებთან.
ევრაზიის ახალ მოწყობაში, საქართველოს ენიჭება ცენტრალური დისტრიბუტორის (გამანაწილებლის) როლი. საქართველო იძენს ძლიერ გეოსტრატეგიულ ფუნქციას, რომელიც მას მიანიჭა მსოფლიოს მმართველი ტრილატერალის (აშშ, ინგლისი, ისრაელი) სტრატეგიულმა ნარატივმა, რომელიც მიმართულია ანტიტრილატერალის (რუსეთი, ირანი, ჩინეთი) წინააღმდეგ და გულისხმობს საქართველოს გადაქცევას უმსხვილეს ევრაზიულ ჰაბად რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ: სატრანსპორტო, ეკონომიკურ, ფინანსურ, ლოგისტიკურ , ენერგეტიკულ და კიბერ ჰაბებად.
ქართული მენტალიტეტი საკითხს ასე სვამს: კი მაგრამ, რატომ აკეთებენ ყოველივე ამას ჩვენთვის ? ძალიან ვუყვარვართ ?
პასუხი ცალსახაა: მსოფლიოს მმართველი ტრილატერალი ამას აკეთებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ასე აწყობთ. საქართველოს ბედმა გაუღიმა, რადგან რაც მსოფლიოს მმართველ ტრილატერალს აწყობს, ის ძლიერი საქართველოს მშენებლობის საფუძველი გახდება.
საქართველოს როლი განსაკუთრებული იქნება თურქეთში და ირანში დაგეგმილი დეზინტეგრაციული პროცესების ფონზეც. კერძოდ, საქართველოში გადმოინაცვლებს ბევრი ფუნქცია, რაც აქამდე თურქეთის მეშვეობით ხორციელდებოდა. საქართველოს აქვს პერსპექტივა გახდეს მნიშვნელოვანი დეპოზიტარიუმი იმ ფასეულობათათვის, რომელთა გადაადგილება გახდება საჭირო თურქეთიდან და ირანიდან, ამ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე.
ესეც ხდება არა იმიტომ, რომ ვინმეს ვუყვარვართ, არამედ ასეთი მოცემულობაა.
საქართველო იქნება თურქულენოვანი სახელმწიფოების (ახლადშექმნილი ანატოლია, აზერბაიჯანი, ჩრდილოეთ აზერბაიჯანი (ირანის აზერბაიჯანი),თურქმენეთი (სამხრეთით) და ყაზახეთი (ჩრდილოეთით)) სახმელეთო კავშირის უზრუნველმყოფი სახელმწიფო, რომელზეც მოეწყობა და გაივლის დიდი რეგიონალური კრიტიკული ინფრასტრუქტურა. საქართველო აზერბაიჯანთან ერთად იქნება რეგიონის სისტემაწარმომქმნელი გეოსტრატეგიული ტანდემი, აქედან გამომდინარე ეკონომიკური და სამხედრო-სტრატეგიული შედეგებით.
საქართველო იქნება კავკასიის ლიდერი ქვეყანა, რომელზეც გაივლის ჩრდილოეთ კავკასიიდან მომავალი 8 სატრანსპორტო მაგისტრალი.
საქართველო უნდა გახდეს დიდი ავიაჰაბიც, რისი პოტენციალიც არსებობს.
არ არის გამორიცხული, რომ საქართველო აფხაზეთის მხრიდან, სახმელეთო საზღვრით დაუკავშირდება უკრაინას, რომლის შემადგენლობაში სავსებით შეიძლება აღმოჩნდეს ყუბანის მხარე (სტავროპოლი, კრასნოდარი და როსტოვის მხარე).
ამავე დროს, საქართველოს სამეზობლო იქნება 6 მილიონიანი ჩრდილოეთ კავკასია, რომლისთვისაც საქართველო უნდა გახდეს გარესამყაროსთან კავშირის არტერია.
ყოველივე ეს განპირობებულია არა ვინმეს სიყვარულით საქართველოს მიმართ, არამედ იმ გეოსტრატეგიული მდებარეობით, რომელიც ღმერთმა უბოძა საქართველოს. საქართველო არის სახმელეთო სუეცი და ეს მისი გეოგრაფიული მდებარეობის შედეგია და არა ვინმეს (რომელიმე ქვეყნის) სიყვარულის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსოფლიოს მმართველი ტრილატერალის (აშშ, ინგლისი, ისრაელი) სტრატეგიული ინიციატივა, რომელიც ევრაზიის ახალ მოწყობას გულისხმობს და რომელიც წარმატებით ხორციელდება ანტიტრილატერალის (რუსეთი, ირანი, ჩინეთი) შევიწროვების ხარჯზე, საქართველოსთვის წარმოადგენს ხონჩით მორთმეულ უნიკალურ გეოსტრატეგიულ ფუნქციას, რაც წარმოადგენს საქართველოს ბუნებრივი გეოსტრატეგიული პოტენციალის სრულ რეალიზაციას და არის ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად ძლიერი საქართველოს არსებობის მყარი საფუძველი. ხონჩით მორთმევა ხდება არა საქართველოს მიმართ სიყვარულის გამო, არამედ იმის გამო, რომ საქართველოს აქვს შესაფერისი გეოსტრატეგიული მდებარეობა, რაც არის ბუნებრივი მოცემულობა, რომელიც ამ ჯერზეც (როგორც ადრე, აბრეშუმის გზის ფუნქციონირებისას) დაედება საფუძვლად 21 საუკუნის საქართველოს სახელმწიფოს სიძლიერეს.
პერსპექტივაში, საქართველო გახდება ინტერმარიუმის (ინგლისი, პოლონეთი, უკრაინა) კავშირის წევრი, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც ინგლისის (ზოგადად ანგლოსაქსური სამყაროს) დიდ ევრაზიულ გეოსტრატეგიულ რეგიონში ჩამონტაჟებული ისრაელის პანრეგიონის (MESCCA) ფარგლებში მოქმედი გეოსტრატეგიული ტრანსრეგიონი იქნება, რომელიც უახლოესი 25 წლის განმავლობაში შეეძლება გახდეს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის (ტაშკენტი - თბილისის გეოსტრატეგიული ღერძი) ფინანსური, ლოგისტიკური და კიბერ ჰაბი, რომელიც ინტეგრირებული იქნება ევროკავშირის ენერგო (მაგისტრალური ელექტრო კაბელი) და საკომუნიკაციო (მაგისტრალური ინტერნეტ კაბელი) სისტემაში.
საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს სარწყავი წყლის დეპოზიტარიუმ-მიმწოდებელი ჩრდილოეთ აზერბაიჯანის (ირანის აზერბაიჯანის) რეგიონისთვის (ესეც ბუნებრივი მოცემულობაა საქართველოსთვის, რომელსაც უხვი რესურსი გააჩნია სასმელი და სარწყავი წყლისა, რაც ღმერთის საჩუქრად შეიძლება ჩაითვალოს), რის სანაცვლოდაც მიიღებს 10 მილიარდ კუბამეტრ ბუნებრივ აირს, რაც 5-ჯერ აღემატება საქართველოს მოხმარებას 2023 წლისთვის. ეს კი ნიშნავს (საირიგაციო სიმძლავრეების განვითარებასთან ერთად) თვისებრივად ახალ აგროინდუსტრიას, რომელიც გააძლიერებს საქართველოს სახემწიფოში უსაფრთხო ცხოვრების დონეს და საქართველოში საერთო კეთილდღეობის ეკონომიკის (ECG – Economy for the Common Good) დაფუძნებასა და განვითარებას, რაც გულისხმობს ტექნოლოგიურ განვითარებას, ადამიანური კაპიტალის განვითარებას, კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ კონსოლიდაციას.
შედეგად, საქართველო, რომელიც არის მსოფლიო კულტურული ელიტის წევრი, ასეთივე ადგილს დაიკავებს ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების კუთხით, რითაც ქართული ეკონომიკა, ტექნოლოგიები და პოლიტიკა მოვა შესაბამისობაში, მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული ქართული კულტურის დონესთან.
საქართველოს მოსახლეობას ათწლეულებია თავში უჭედავდნენ რუსული პროპაგანდის ნარატივს, რომლის შინაარსიც არის: საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებელი არსებობის არც ძალა აქვს და არც რესურსი აქვს, ამიტომაც საქართველო რუსეთის გუბერნია უნდა იყოს.
ეს არის რუსული აგრესიული პროპაგანდა, რომელიც რეალობას არ შეესაბამება და მტრულია საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. ეს 21 საუკუნის საქართველოში უნდა გააცნობიეროს საქართველოს ყოველმა მოქალაქემ. რუსული იმპერია ჩვენს თავში, ჩვენს აზროვნებაში უნდა დაინგრეს და შემდეგ ის დაინგრევა გარედანაც.
საქართველოს კი შესანიშნავი მომავალი აქვს ყველა თვალსაზრისით და ეს განპირობებულია საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობით და მსოფლიოში შექმნილი ახალი ვითარებით და არა იმის გამო, რომ საქართველო ვიღაცას ძალიან უყვარს და გადაწყვიტა მისი პატრონობა. ასეთი ინფანტილიზმი უნდა გადავაგდოთ და საკითხებს შევხედოთ რეალისტურად. ჩვენს ქვეყანას ჩვენ თვითონ უნდა ვუპატრონოთ და გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც მსოფლიოს თანამედროვე მდგომარეობამ გვიბოძა.
აშშ-ს, ინგლისს და ისრაელს თავისი ინტერესები აქვს და ბედმა გაგვიღიმა, რომ მათი ინტერესები ჩვენსას ემთხვევა.
აი რუსეთის, ირანის და ჩინეთის ინტერესები კი ჩვენს ინტერესებს არათუ ემთხვევა, არამედ ეწინააღმდეგება.
ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია...
https://www.facebook.com/groups/1022771398421448
ვისაც გსურთ დეტალებთან გაცნობა შედით აქ შეტობინებებში-
https://www.facebook.com/epicambassador/იქ დაგხვდებათ ბოტი რუთი .მისი შემქნელია ტექნოლოგიური ინოვაციების საერთაშორისო მოძრაობის ახალი ტალღა
„ეპიკ ამბასადორი“
რომელიც ქმნის ინტერნეტბოტ საგანმანათლებლო სისტემის სოციალურ მედია ქსელს.
Internet Bot Educational Social Media System -(IBE SMS)
რაც არის თანამედროვე TIG7 Technologies ორგანული ნაწილი
მე წარმოგიდგენ:
XXI საუკუნის საქართველოს გეოსტრატეგიული დოქტრინას
ახალი ისრაელი
ეს არის საქართველოს ახალი გეოსტრატეგიული ხედვის მოდელი, რომელიც გამიზნულია საქართველოს დასამკვიდრებლად მსოფლიო ლიდერ ტექნოლოგიურ ერთა დაწინაურებულ ერთობაში
ახალი ისრაელის გეოსტრატეგიული დოქტრინა არის საქართველოსა და ისრაელის სტრატეგიული თანამშრომლობის მსოფლმხედველობრივი საფუძველი, რომლის მიზანია საქართველოს დამკვიდრება მსოფლიოს ტექნოლოგიურ ლიდერ ერთა დაწინაურებულ ერთობაში.
დოქტრინის განხორციელება გულისხმობს საქართველოს გადაქცევას სამხრეთ კავკასიისა სა ცენტრალური აზიის ტრანსრეგიონის შემაკავშირებელ ქვეყნად. ეს არის ტრანსრეგიონი 150 მილიონიანი მოსახლეობით (საქართველო, აზერბაიჯანი, სასომხეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ავღანეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი). ეს ტრანსრეგიონი უნდა შევიდეს ახლო აღმოსავლეთის პანრეგიონში ისრაელის თავმჯდომარეობით.
დეტალიზაცია
დოქტრინის ამოსავალი დებულება მდგომარეობს იმ ფაქტის კონსტატაციაში, რომ საქართველოს უღირსი, უნიჭო მატრიცაში მოქცეული ხელისუფლება, საქართველოს ამყოფებს აუტსაიდერ ერთა შორის, მაშინ, როდესაც ქართული შემოქმედებითი პოტენციალი სამართლიანად აცხადებს პრეტენზიას იყოს იქ, სადაც მსოფლიოს ტექნოლოგიურ ლიდერ ერთა დაწინაურებული დასია.
საქართველოს ცალი ფეხი (აუტენტური კულტურა და კულტურის თანმდევი ცივილიზაცია) მსოფლიოს შემოქმედ ლიდერ ერთა საკრებულოში აქვს, ხოლო
მეორე ფეხი (ტექნოლოგიური განვითარება) ჰაერში კიდია, საქართველოს უნიჭო (უინტელექტო, შშმ) მთავრობის გამო
საქართველოს გეოსტრატეგიული გეგმების განხორციელებისათვის, საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია, ისრაელთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება, როგორც მსოფლიო ქსელურ იმპერიასთან, ამავე დროს, განუმეორებელ შუამავალთან და მეგზურთან, მსოფლიო მმართველობის ანგლო-საქსური და ებრაული სტრუქტურების მიმართულებით, რაც წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიო პროცესის მოცემულობას.
ახალი ისრაელის გეოსტრატეგიული დოქტრინა, სწორედ ამ ჩანაფიქრის განხორციელების პრაქტიკული გეგმაა
გეგმა გამოყვანილია, ერთის მხრივ ისტორიული წარსულიდან, ხოლო მეორე მხრივ, თანამედროვე მსოფლიო პროცესის ანალიზიდან, რომელთა შერწყმითაც დაისახა, საქართველოს, თანამედროვე მსოფლიო პროცესთან ადაპტირებული, სტრატეგიული განვითარების გეგმა.
ამ გეგმის მიზანია, საქართველოს გადაქცევა მსოფლიო ტექნოლოგიურ ლიდერ ერად, ეკონომიკური განვითარების ორნიშნა ზრდით, ყოველწლიურად
This post has been edited by Tornike Alashvili on 22 Jun 2023, 01:17
საქრთველო –ევრაზიის ოქროს კვეთა და გულია.