შეხვედრა თავიდან საკმაოდ კორექტულად და მშვიდად მიდოდა, თუმცა სათარგმნი წიგნების თემამ გვერდი ვერც ჩვენს თვითმმართველობას აუარა. უნივერსიტეტელმა და ჩემმა ახლობელმა, წარმოთქვა დაახლ. მსგავსი შინაარსის ფრაზა, რომ ”…ტაშ-ფანდურებს და გართობას , იმ ფულის დახარჯვა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ, აჯობებდა ამ სახსრებით წიგნები ეთარგმნათ….” შემდგომშიც რამდენიმე სტუდენტი შეეხო თვითმმართველობას, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ეს იყო უბრალოდ კრიტიკა და არა პიროვნული ლანძღვა ვინმესადმი. როგორცა ჩანს, თვითმმართველობიდან ეს სიტყვები პირად შეურაცხყოფად მიიღეს , რასაც ჯერ დარბაზში ოპონირება და დებატები მოჰყვა, ხოლო შემდეგ , ისე როგორც ეს ქართველებს შეგვეფერება, საქმის განხილვამ კორიდორებში , ხელით და მუშტით , გადაინაცვლა.
მას მერე, რაც ჩემმა ნაცნობმა დატოვა დარბაზი და წავიდა, თუ არ ვცდები ორმა პიროვნებამაც ,საჩქაროდ დატოვა პრეზენტაცია. ხუთიოდე წუთის შემდეგ , აუდიტორიის წინ ყვირილის და მამაპაპური შეძახილების ხმა გაისმა და აუდიტორიაში თვალჩალურჯებული სტუდენტი შემოვარდა. (ხო, დამავიწყდა მეთქვა, რომ იმ ხუთ წუთში კიდევ სხვებიც გავიდნენ გარეთ)
მოკლედ, რამდენიმე სტუდენტი ერთმანეთს თავგამეტებით ურტყამდა, იქვე აუდიტორიის წინ. ჩემ მეგობარს შევეხმიანე, მაინტერესებდა მას ხომ არ შემთხვევია რამე, თუმცა ხმაურში წესიერად ვერაფერი გავიგე და გულდამშვიდებულმა, რომ ის კარგად იყო, პრეზენტაციას მივუბრუნდი. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ბ-ნი ბერძენიშვილის სიტყვის პარალელურად, დაპირისპირებულმა მხარეებმა ჩხუბი არ შეწყვიტეს… ამ დროს, აუდიტორიაში სახეგაფითრებული, პიჯაკშემოხეული და ნაცემი ჩემი მეგობარი შემოვარდა, მე რომ სამშვიდობოს დავიგულე და მიკროფონთან განაცხადა , რომ მისივე სიტყვებისდა გამო მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
***
არ გინდათ რა ცემა – ტყეპა, ძველ ბიჭური მეთოდებით უნივერსიტეტში ხელმძღვანელობა. სირცხვილია!!!
http://iberieli.wordpress.com/2011/04/15/%...3%90-%E1%83%97/სირცხვილის რა გითხრათ და ეს უკვე მეტისმეტია
დღისით მზისით ეს თვითმართველობის სირები ურტყამენ სტუდენტებს ოპონირების გამო!