IG2006
მიხეილ ათაგურჯი

      
ჯგუფი: Members
წერილები: 13747
წევრი No.: 17543
რეგისტრ.: 22-February 06
|
#60563579 · 18 Jul 2023, 22:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ადმინისტრაციის განცხადებით, ალექსანდრე კრევოს უფლება არ აქვს, თითქოს პრეზიდენტის მოსაზრებებზე, ჭორები გაავრცელოს
https://www.radiotavisupleba.ge/a/32509010.html
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის სამსახური განცხადებით გამოეხმაურა მისი ყოფილის თანამშრომლის, ალექსანდრე კრევო-ასათიანის ინტერვიუს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვებიდან დაახლოებით 7 თვეში, 18 ივლისს „ერთიანმა ნაციონალური მოძრაობის" საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე დაინიშნა. ენმ-ს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ალექსანდრე კრევო-ასათიანის წარდგენის დროს განაცხადა: „ის ამ თვეების განმავლობაში უდიდეს საქმიანობას წევს, რომ საგარეო მიმართულებით ვიყოთ წარმოდგენილები ისე, როგორც ეკადრება „ნაციონლურ მოძრაობას".
ალექსანდრე კრევო-ასათიანმა „ტვ პირველთან" ინტერვიუში ილაპარაკა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვლის დამოკიდებულებაზე.
„როდესაც იყო საუბარი მიხეილ სააკაშვილზე თვითონაც [სალომე ზურაბიშვილს] რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ მთავრობა, როგორც იქცევა მესამე პრეზიდენტის მიმართ, არის სირცხვილი და ზოგადად, ქვეყნის რეპუტაციისთვისაც არის ცუდი", - აღნიშნა მან.
შეკითხვაზე - გგონიათ, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს? - ალექსანდრე კრევო-ასათიანი პასუხობს: „კი, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ჩვენი ევროინტეგრაციისთვის".
პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ალექსანდრე კრევოს არ აქვს უფლება და ლეგიტიმაცია, გაავრცელოს ჭორები პრეზიდენტის თითქოსდა პოზიციებსა და მოსაზრებებზე.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ალექსანდრე კრევო არასდროს იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას. განცხადების მიხედვით, ის 2018 წლის 24 დეკემბრიდან იყო სტაჟიორი, ხოლო, 2019 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულებით.
„მისი საჯარო მოხელის პოზიციაზე დასაქმება არ მოხდა, რადგან ვერ წარმოადგინა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2023 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არ გააგრძელა მასთან შრომითი ხელშეკრულება, ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო მისი მხრიდან კოვიდრეგულაციების უხეში დარღვევა, რითაც საფრთხე შეუქმნა თანამშრომლების ჯანმრთელობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მას არ აქვს არც უფლება და არც ლეგიტიმაცია, გაავრცელოს ჭორები პრეზიდენტის თითქოსდა პოზიციებსა და მოსაზრებებზე.
ყველაზე გასაკვირი და ნამდილად სამწუხაროა, თუ რა სისწრაფით აღიქვა, აითვისა და გაითავისა უცხოეთში გაზრდილმა ახალგაზრდამ საქართველოს პოლიტიკური სივრცის ყველაზე მახინჯი და უღირსი თვისებები", - ნათქვამია ალექსანდრე კრევოს შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. |
პახოდუ პიერიც ყოფილა... ისე რომელ ასათიანზე გათხოვდა ეს სუბიექტი?
This post has been edited by IG2006 on 18 Jul 2023, 22:39
|