sindbad-nameმეც ვუყურე

სამწუხაროა ძალიან, მაგრამ რაც რეპორტაჟში თქვეს, სიმართლეა:საქართველოში საზოგადოებისთვის ინვალიდობა რატომღაც სირცხვილია. ოჯახები ბავშვებს ტოვებენ ბავშვთა სახლში, იმიტომ რომ მათთვის სამარცხვინო ფაქტია ინვალიდი ბავშვის ყოლა.... თორემ ფინანსური მხრით თუ ახსნიან ამას, არ მჯერა , რომ იქ ყველა ბავშვი გაჭირვებული ოჯახიდანაა...
როცა იგივე გერმანიაში უნივერსიტეტებში ბრმებისთვისაც კი არის ცალკე სპეციალობები... არათუ ეტლში მჯდომებისთვის შექმნილი ყველა საიმისო პირობა, რომ ინტეგრირებულნი იყვნენ საზოგადოებაში...
ყრუ-მუნჯებს თარჯიმანი დაჰყვებათ ლექციებზე და უთარგნის....
ნუ, აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აქ ცხოვრების დონეც მაღალია, მაგრამ მთავარი მაინც საზოგადოების შეგნებაა... აქ სპეციალური ბაღები არსებობს, სადაც ინვალიდი და ჯანმრთელი ბავშვები ერთად დადიან, იმისთვის, რომ ორივემ იცოდეს ერთმანეთის არსებობის შესახებ და იმის შესახებ, რომ მათაც ზუსტად იგივე უფლებები აქვთ, როგორც ჯანმრთელ ბავშვებს.
მანდ გერმანიაში მყოფი ინვალიდების შესახებაც იყო რეპორტაჟი

და მეორე: ვერ დავემალებით ამ ფაქტს, ასე რომ სირაქლემის პოზის მიღება და თვალის დახუჭვა, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს ამ შემთხვევაში მაინც გვერდზე გადავდოთ და ვაღიაროთ, რომ ზუსტად იმ ინდოეთის დონეზე თუ არა, ბევრად უკეთ არაა ახლა ბავშვთა სახლების მდგომარეობა საქართველოში ....
მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ ხვალ ბევრი შემოწირულობა იქნება... და სხვა თუ არაფერი, აბაზანები მაინც შეკეთდება
"and now you just have to go around checking all these different portals just to get rejected by seven different technologies. It's exhausting." (c) Mary
" - He myspaced me.
- Outch.... " :D