მონარიდი “კვირის პალიტრიდან”
როგორია მოსკოვიდან დანახული საქართველო?
- ქართული ტელეარხები საერთოდ არა მაქვს… საქართველოს სჭირდება რუსეთი, თორემ რუსებს ნაკლებად ვჭირდებით. ჯერ ერთი, საქართველოს რუსეთის ბაზარი სჭირდება. მეორეც, ერთმორწმუნე ერები ვართ და ამ ორ ქვეყანას შორის შუღლი მიუღებელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთიდან ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ფულადი გზავნილია. ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, დაიღუპებოდა საქართველო! ამ დაძაბული ურთიერთობით რა მოვიგეთ, საჯდომში გათხრილი ცოცხები? ისევ ქართველები დავერიეთ ერთმანეთს. ჯერ კიდევ 10 წლის წინ ვამბობდი, ცოცხებით მოგვხვეტენ-მეთქი და სამწუხაროდ, კიდეც ახდა… წლებია გავიძახი, ნუ აგინებთ რუსებს, გავა წლები და მოკუნტულებს მოგვიწევს მოსვლა ბოდიშის მოსახდელად-მეთქი და… როცა ამას ვამბობდი, ეგ მოღალატე რუსეთშია და ჭკუას ნუ გვასწავლისო… კი ბატონო, ხმასაც აღარ ვიღებდი…
- თქვენი კონფლიქტი ყოფილ ხელისუფლებასთან საიდან დაიწყო?
- რუსეთში ყოფნით… 2008 წლის პირველ აგვისტოს მიშამ ღირსების ორდენიც კი მომანიჭა, რაც ძალიან მოულოდნელი იყო. “იურმალაზე” გამარჯვებულ ჯგუფ “ჯორჯიასთვის” პრიზის გადაცემის პატივი მერგო, რაც ძალიან გამიხარდა. ჰოდა, ჩამოვედი, პრიზი გადავეცი და მოულოდნელად ორდენიც გადმომცეს…
- ამბობენ, რომ ზურაბ ჟვანიას ახლო მეგობარი იყავით და სწორედ მისი გარდაცვალების გამო (კითხვას აღარ მამთავრებინებს. – თ. ღ.).
- დიახ, ზურა ჩემი მეგობარი იყო. თუმცა სააკაშვილთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია. უკეთესს გეტყვით, სააკაშვილი მოსკოვში ერთ-ერთ სუფრაზე გავიცანი, სადაც რუსეთის სადღეგრძელოს ფეხზე ამდგარი სვამდა. უთანხმოება მხოლოდ მის იდეოლოგიურ გარემოცვასთან მქონდა.
- ვინ არიან სააკაშვილის იდეოლოგები ან რა უთანხმოებაზე ლაპარაკობთ?
- არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი… ზოგი იეღოველი იყო, ზოგიც კიდევ… რაც იყო, იყო. ყველაფერი ცუდი გააკეთეს-მეთქი, ვერ ვიტყვით, მაგრამ როგორც გავიგე, საქართველოს 12 მილიარდი ვალი ჰქონია… და ეს სიტუაცია როგორ უნდა გამოსწორდეს, წარმოდგენაც არა მაქვს. ერთი, რასაც ვამბობდი და ახლაც ვიტყვი ის არის, რომ საქართველომ სათავისოდ უნდა გამოიყენოს ყველა შანსი, პირველ რიგში რუსეთთან და თუ უნდა, ამერიკასთანაც.
- როგორც ქართველმა, რა მოიმოქმედეთ იმისთვის, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა გამოსწორებულიყო?
- რუსების გულის მოსაგებად არც გვარი გამომიცვლია, არც სახალხო არტისტის წოდების მისაღებად დამიხრია ვინმესთვის თავი. მე ვარ ქართველი და ყოველთვის დავრჩები ქარ|თველად.
როდესაც 2008 წლის ომი მოხდა, ბევრმა რუსმა საზოგადო მოღვაწემ თუ რიგითმა მოქალაქემ ბოდიში მომიხადა. აი, ეს გააკეთა სოსო პავლიაშვილმა.
- როგორ შეაფასებთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს?
- რუსეთმა ყველაფერი მიიღო, რაც უნდოდა. არ ვიცი, წინასწარ იყო გათვლილი, რომ ტერიტორია უნდა დაეკარგათ და მერე რუსებისთვის დაებრალებინათ, ან რაღაც შიზოიდურ ქმედებასთან გვქონდა საქმე, ან შეიძლება პროვოცირებაც იყო… არ ვიცი, ამერიკელებმა გააგიჟეს თუ ვინ, მაგრამ ფაქტია, სიგიჟესთან გვქონდა საქმე. მის ადგილზე ტყვიას დავიხლიდი შუბლში ან ბერად წავიდოდი!
- ვის გულისხმობთ?
- სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას!
http://newsplus.ge/?p=16849თენდება თენდება