თქვენ ვერ მოაბით თემის გახსნას თავი და აჰათ

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
თუ რამე ინფორმაცია გამომრჩება, დაამატეთ.
21 წლამდელ ფეხბურთელთა შორის 2023 წლის ევროპის ჩემპიონატი ორ ქვეყანაში, საქართველოში და რუმინეთში იმართება.
რუმინეთში ჩემპიონატი გაიხსნა, ხოლო ფინალი საქართველოში ჩატარდება.
ტურნირის 3 საუკეთესო გუნდი 2024 წლის ოლიმპიადაზე გაემგზავრება, მაგრამ ვინაიდან ოლიმპიადის მასპინძელი საფრანგეთია, ფრანგები ავტომატურად მოხვდნენ ოლიმპიადაზე, შესაბამისად თუ საფრანგეთი სამეულში გავა, ოლიმპიადაზე ტურნირის მე-4 საუკეთესო გუნდიც წავა.
ამიტომ ჩვენი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია მინიმუმ ნახევარფინალში გასვლა, და მერე უკვე ვნახავთ რა და როგორ.
ნაკრების შემადგენლობა:
Მეკარეები:გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი),
ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი),
ნოდარ ყალიჩავა (სამგურალი).
Მცველები:ცოტნე კაპანაძე (საბურთალო),
გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი დონეცკი, უკრაინა),
ივა გელაშვილი (საბურთალო),
სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი),
ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო),
საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი),
ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი),
საბა საზონოვი (დინამო მოსკოვი, რუსეთი).
Ნახევარმცველები/თავდამსხმელები:ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო),
გიორგი წიტაიშვილი (ლეხ პოზნანი, პოლონეთი),
ნიკა ხორხელი (სამგურალი),
გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი),
ნიკა გაგნიძე (დილა გორი),
გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი),
ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი),
ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი),
ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი),
ნოდარ ლომინაძე (სამგურალი),
გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა),
გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი).
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ორი თამაში უკვე ჩაატარა.
საქართველო - პორტუგალია 2:0 გიორგი წიტაიშვილის ორი საგოლე გადაცემით, გიორგი გაგუამ და საბა საზონოვმა გაიტანეს გოლები.
საქართველო - ბელგია 2:2 ამ თამაშში, მიუხედავად იმისა რომ პირველ ტაიმს 2:0-ს ვაგებდით, სასწაული მოვახდინეთ და თამაში 2:2 დავასრულეთ.
შეცვლაზე შემოსულმა გიორგი წიტაიშვილმა ჯერ ანგარიში შეამცირა გოჩოლეიშვილის პასით, და შემდეგ აზაროვის პასით გულიაშვილმა გაათანაბრა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველო - ბელგიის დაპირისპირებისას, რეკორდი მოიხსნა U21-ის თამაშებზე მაყურებელთა დასწრების მხრივ.
ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს 27 ივნისს 20:00 საათზე დინამოს სტადიონზე, ხოლო პორტუგალია ბელგიის წინააღმდეგ ითამაშებს.
თუ საქართველოს ნაკრები არ წააგებს, ჯგუფიდან გადის.
თუ საქართველოს ნაკრები წააგებს, მაგრამ პორტუგალია არ წააგებს, ასევე საქართველოს ნაკრები გადის, თუნდაც პორტუგალიის მიერ ნებისმიერი ანგარიშით მოგების შემთხვევაში.
თუმცა კარგი იქნება თუ ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან პირველ ადგილზე გავა, რადგან მეოთხედფინალში C ჯგუფის მეორე ადგილოსანს დაუპირისპირდება, რომელიც გაცილებით ,,სუსტი" გუნდი იქნება, ვიდრე პირველადგილოსანი ინგლისის ნაკრები, რომელსაც ჩვენები ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში დაუპირისპირდებიან.
ჩვენი ჯგუფი

ტოპ მოთამაშეები
This post has been edited by Pepper_Crowley on 26 Jun 2023, 10:30
დაე იყოს დღეს მზისფერი, ყველაფერი.
The fox that makes the ravens fly.
საფრანგეთში ძაან ბევრჯერ ვარ ნამყოფი
კრუასანი მიყვარს (c) ინსტრუქტორი