ხშირად იხსენება თემები ქართველი ერის სალანძღავად და ზოგჯერ კრიტიკა დამსახურებულია, ზოგჯერ- დაუმსახურებელი, მაგრამ დღეს რაც ხდება ჩვენს თავს დამნაშავე მხოლოდ ჩვენ ვართ ქართველი ხალხი და არავინ სხვა
გასაგებია- 2008 წელს დაგვაღალატეს და იყო ბებერი ევროპიდან და ამერიკიდან ბევრი ისეთი ქმედება, რამაც განაპირობა ჩვენს რეგიონში და არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში რუსეთის გაბატონება. მაგრამ ჩვენს ცოდვებს მივხედოთ და ის ვაღიაროთ რასაც ჩვენ ვაკეთებთ- ანუ ჩვენი ხელით როგორ დავასამარეთ ჩვენი მომავალი.
დღეს, ფაქტობრივად ისე ჩანს, რომ ევროკავშირის კარი დაგვიხურეს და ქოცების პირობებში რომ დიდი ხანი არ გაიხსნება, ალბათ ეჭვი არავის გეპარებათ და გახსნას ვინ ჩივის ქოცების პირობებში არანაირი ევროკავშირი აღარ დაგვჭირდება, რადგან რუსეთის ერთ-ერთ გუბერნიას ისედაც არავინ მიიღებს ევროკავშირში.
ხოდა, ვისი ბრალია-ეს ყველაფერი ? ამერიკის და ევროპის თუ ნაგავი ზელინსკის ?
მოდი მარტივი კითხვები დავსვათ: ანწუხელის ვიდეოზე რომ ცრემლებს ღვრის ხალხი და ამ დროს ანწუხელი და სხვა ანგელოზი ბიჭების მკველებს ელარჯს ვუწელავთ და "დარაგოი შტოი იშო ხოჩიშ?" - ვაყოლებთ- ეგ ვისი ბრალია ?
ქვეყანაში ნაცების მიერ დამარცხებული კრიმინალი და კორუფცია აყვავდა და ბრძენი ერი ისევ ბრძენობის ფილოსოფიას აწვება;
მოსახელობის დიდი ნაწილი ემიგრაციაში წავიდა და მათი რიცხვი მალე ნახევარ მილიონს მიუკაკუნებს და ბრძენი ერი ისევ ბრძენობის ფილოსოფიას აწვება;
გელათი იშლება, აი ის გელათი, რომელიც სიამაყე უნდა იყოს ერის და ამ დროს ამერიკას აგინებს ხალხი ქართველობას გვართმევო და ბრძენი ერი ისევ ბრძენობის ფილოსოფიას აწვება;
მოღალატები, რომლებიც ღიად ამბობენ რომ კადიროვის ჩეჩნეთი არის ჩვენთვის იდალური და მისაბაძი- ყოველდღე ჭკუას გვარიგებენ და მათ დაძახილზე ხალხი გადის ქუჩაში და გეებს ცემს და ბრძენი ერი ისევ ბრძენობის ფილოსოფიას აწვება;
მოკლედ, ბრძენი ერია და რა გინდა რომ ჰქნა?!
რა ალტერნატივა უნდა იყოს ასეთი, ქოცები რომ დაისვა თავზე ?
მესმის არ გინდა ნაცების დაბრუნება, ამ ქოცებს მაინც შეუქმენი დისკომფორტი და აგრძნობინე რომ მონა არ ხარ და ყველაფერი არ გაუვათ
ანდა რაღა დროს ნაცები, მართლა და მართლა!
სახელმწიფობას ვკარგავთ
ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ მოლდოველების შემშურდებოდა, ეგენიც 40 მილიონი არიან კაცო ?