1) პირველი სიყვარული იყო ძლიერი, ემოციური, მიამიტი და გამოუცდელი... დიდი გულისტკივილი დამიტოვა მაშინ იმ გოგომ...

2) მეორე სიყვარული თავიდანვე უპერსპექტივო ჩანდა და თვალდახუჭული ოლლ ინ ნახტომი უფრო იყო... რა თქმა უნდა არაფერი გამოვიდა

ძალიან ცუდად ვიყავი დაშორების მერე... ვფიქრობდი რომ ცხოვრება დამთავრდა და სიცოცხლე აღარ მინდოდა...
3) მესამედ ვიტყოდი რომ უფრო ძლიერი გატაცება იყო ალბათ ვიდრე სიყვარული თუმცა რას გაიგებ... ძალიან ბედნიერი ვიყავი მის გვერდით, მარა მომავალი არ ქონდა იმ ყველაფერს... ამიტომ საკუთარ თავს ვუკრძალავდი ღრმა ემოციებში შესვლას... დაშორებაც უფრო ჩემი ინიციატივა იყო... ხანდახან გარკვეული ადგილები, მუსიკა ან ფილმები, წვრილმანები დღესაც მახსენებს ხოლმე მის თავს...
4) მეოთხე სიყვარული ისე მოვიდა რომ აღარც ველოდებოდი, აღარც ვეძებდი.... რაღაცნაირად თავისით მოხდა ყველაფერი... ალბათ ყველაზე სერიოზული და გააზრებული სიყვარული ჩემს ცხოვრებაში...
5) მეხუთე სიყვარულის ისტორიაში მსხვერპლი აღმოვჩნდი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით

აი კინოებში როა ბოროტი გოგო ბიჭის მოტყუება-შეცდენას რო გადაწყვეტს ფულები რო დაცინცლოს

მარა მე ფულები არ მქონდა... მას ცოტა სხვა ინტერესები ამოძრავებდა... ძალიან პირადი და ეგოისტური ინტერესები ოღონდ ფული არა

სანამ მივხვდი რაში იყო საქმე ვაღიარებ ძაან გავუბერე და ავიხლართე გრძნობებში მარა მერე იმედგაცრუება, კონფლიქტები და დაშორება...
6) მეექვსე სიყვარულიც მეოთხესავით მაშინ მოვიდა როცა სულ არ ვეძებდი მას... მარა ის მეოთხესგან განხვავებით საწინააღმდეგოდ ბავშვური, სულელური და არასერიოზული გამოვიდა... რამდენადაც კარგი იყო იმდენად მალე დამთავრდა ყველაფერი

დეკემბერში 46 წლის გავხდები...

და მგონია რომ ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე
იმედია დედაში დაბრუნდებიან... ზღარბებით მოფენილი ბილიკით... ზურგზე ჭიპლარის რტყმით და სანაყოფე სითხით სავსე თასებით ხელში...
.............................
I'm pretty sure Romeo just wanted sex...