პატრული გზებზე არაფერს აკეთებს, სამაგიეროდ სტატისტიკას აწარმოებენ, რამდენი ხალხი იხოცება მათი უსაქმურობით
ეს არის ამ წლის მხოლოდ(!) მეორე კვარტალი:
თბილისი – 706 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაიღუპა 12, დაშავდა 826 ადამიანი.
აჭარა- 150 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაიღუპა 12, დაშავდა 169,
სამეგრელო-ზემო სვანეთი: 62 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაიღუპა 8, დაშავდა 101.
იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 167 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაიღუპა 17 და დაშავდა 228 ადამიანი.
შიდა ქართლში 64 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაიღუპა 8, დაშავდა 121.
ქვემო ქართლი – 106 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაიღუპა 8, დაშავდა 145.
კახეთი- 78 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაიღუპა 14, დაშავდა 103.
სამცხე-ჯავახეთი – 27 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაიღუპა 2, დაშავდა 67.
მცხეთა- 46 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაიღუპა 5, დაშავდა 66.
გურია – 21 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაიღუპა 2, დაშავდა 24.
ახლა მიზეზები, რომლებსაც პატრული უსაქმურად უყურებს შორიდან:
34 ავარია მოხდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის გამო. შედეგი – 1 ადამიანი დაიღუპა, 52 დაშავდა.
მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 80 ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა, დაიღუპა 12 და დაშავდა 136 ადამიანი.
შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა – 82 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაიღუპა 7, დაშავდა 159 ადამიანი.
საგზაო ნიშნების ან მონიშვნის დაუმორჩილებლობის გამო 62 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაშავდა 85 ადამიანი.
მოძრაობის დაწყების მანევრი – 26 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაშავდა 38 ადამიანი.
მოხვევის მანევრი – 60 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაიღუპა 8 და დაშავდა 76 ადამიანი.
მობრუნების მანევრი – 8 ავტოსაგზაო შემთხვევა, 9 დაშავდა.
უკუსვლით მოძრაობა – 14 ავტოსაგზაო შემთხვევა, 15 დაშავდა.
გზაჯვარედინის გავლის წესების დარღვევა – 28 ავტოსაგზაო შემთხვევა, 42 ადამიანი დაშავდა.
ქ/მ გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა 58 ავტოსაგზაო შემთხვევა, 3 დაიღუპა, 58 დაშავდა.
მგზავრთა გადაყვანის წესების დარღვევა – 2 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაშავდა 2 ადამიანი.
ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა – 1 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაშავდა 1 ადამიანი.
დისტანციის დაუცველობა 88 ავტოსაგზაო შემთხვევა, 3 დაიღუპა, 104 დაშავდა.
სატრანსპორტო საშუალების დგომა-გაჩერების წესების დარღვევა – 3 ავტოსაგზაო შემთხვევა, 4 დაშავებული.
განლაგების წესის დარღვევა – 1 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაიღუპა 1 ადამიანი.
რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევა – 1 შემთხვევა, დაშავდა 2 ადამიანი.
სხვა სახის საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა – 712 ავტოსაგზაო შემთხვევა, 18 დაიღუპა და 821 დაშავდა.
ტრანსპორტის ტიპები:
820 ავტოსაგზაო შემთხვევა – მსუბუქი ავტომობილი, დაიღუპა 37 ადამიანი და დაშავდა 1081 ადამიანი.
94 ავტოსაგზაო შემთხვევა – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება, დაიღუპა 7, დაშავდა 134.
75 ავტოსაგზაო შემთხვევა – სატვირთო ავტომობილი, დაიღუპა 8, დაშავდა 102.
182 ავტოსაგზაო შემთხვევა -მოტოციკლი- დაიღუპა 1 და დაშავდა 198 ადამიანი,
სხვა სატრანსპორტო საშუალება – 12 შემთხვევა, დაშავდა 12 ადამიანი,
77 ავტოსაგზაო შემთხვევა- სატრანსპორტო საშაულება დაუდგენელი- დაშავდა 77 ადამიანი.