
.....................
ძალიან ცუდად გამხადა ბოლო დროის მოვლენებმა.
არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, ვწუხვარ და სიმწრისგან ვერას ვამბობ.
დრონის კადრებს ვათვალიერებდი, იქნებ გარდაცვლილები მაინც შემენიშნა...
დამეწყრილი შოვი - დრონის კადრები
https://www.youtube.com/watch?v=QoRm4gvlb4s
...................
რკინის ფარდის სხვადხვა მხარეს მოვლენები განსხვავებულად აღიქმება ერთი და იმავე პიროვნებისთვის.
საქართველო ჩვენი სამშობლოა, ჩვენი პარტნიორებისთვის კი გეოპოლიტიკურად ცხელი რეგიონია.
ბუნებრივია, როცა ახალი მსოფლიო გადაწყობა იგეგმება, ეს ჩვენ შეგვეხება და შეგვეხო კიდეც.
საქართველო ლაბორატორიაა. რა მოდელიც შემუშავდება და ინერგება აქ, ვრცელდება მთელს მსოფლიოში.
.............
კავკასიონი ზედხედიდან ძალიან ჰგავს თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ხვეულებსა და ღარებს.
დასაპყრობად, საოკუპაციოდ გამზადებულ ჩვენს თავის ტვინებს და ჩვენს ცხოვრებას განასახიერებს...

.................
სალვადორ დალის ნახატში წარმოდგენილია არა მხოლოდ კვერცხის ფორმის დედამიწა.
დედამიწას დალი აღიქვამს ადამიანის თავის ქალად, რომელიც პირდაპირ წევს მიწაზე და
აბსოლუტურად არასტერილურ და შეუსაბამო გარემოში, როგორც ცხოველს ისე უტარდება
"ოპერაცია" - ქალას ტრეპანაცია, საიდანაც სისხლი ჟონავს მის ქვეშ დაფენილ თეთრ ტილოზე.
ხოლო ქალ-კაცა თუ ჰერმაფროდიტი (როგორც მოიხსენიებენ) თავის ტვინის ზედა ნაწილზე -
ყიფლიბანდზე მიანიშნებს. დედამიწაზე ეს ადგილი შეესაბამება საქართველოს ტერიტორიას.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by Катеньки on 10 Aug 2023, 16:16