#60599556 · 2 Aug 2023, 12:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით ყველას,
ცოტა ხნის წინ დავიწყე მუშაობა სსიპ აფხაზეთის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატაში. პატარა ორგანიზაციაა, მწირი დაფინანსებით და თითქმის არანაირი სახსრებით. უმეტესწილად დამოკიდებულები ვართ სხვადასხვა გრანტებზე რომლის მოპოვებაც ჩემი პასუხისმგებლობაა, თუმცა გრანტს ვერ მოიპოვებ თუკი საპროექტო იდეა არ გაქვს (ლოგიკურია ეს).
ჰოდა ჩემი მთვარი მოვალეობაა აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებს დავეხმარო თვიანთი საქმიანობის გაუმჯობესებაში და წინ წაწევაში, რასაც ამზადეებენ ის პროდუქციაც დიდად არ გამოირჩევა რაიმე განსაკუთრებულობით, ხელნაკეთი ნივთები, ქართული ტრადიციული ნუგბარი , ხელით ნაქსოვი ჩნთბი და აი მსგავსი იაფი პროდუქცია აქვთ ბევრი როარ ვიტრაკანო.
თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს, რაიმე სახის იდეა ხომ არ მოგდით თავში როგორ დავეხმარო ამ ადამიანებს, რა პროექტი დავწერო, რა ტრენინგი უნდა ჩავატარო. ძალიან გთხოვთ, რაც არ უნდა დებილობად მოგეჩვენოთ, 3-4 წინადადებით მაინც თუ დამიწერთ რომ აი კარგი იქნებოდა სიტყვაზე რომ შტრხიკოდების აღებაში დაეხმარო რათა მაღაზიებში შეიტანონ პროდუქცია (ამაზე ვმუშაობ) ან კარგი იქნებოდა რომ უცხოეთში გამოფენაზე გაგეშვა ეს ხალხი (ამაზევ მუშაობ თურქებს ვეჩლიჩები რამდენიმე კვირაა და გამოვიდეს იქნებ) ან რაიმე მსგავსი. უუუუუუღრმესად მადლობელი დაგრჩებით ყველას
|