მე ვხედავ საფრთხეებს და ღმერთმა ინებოს, რომ მხოლოდ ჩემი ვარაუდი იყოს ეს.
უბრალოდ, გარეშე პროვოკაციებს არ აყვეთ და ისინი იქნება, უნდა გვესმოდეს.
თავის დროზე, არ უნდა დაეწყო საქართველოს იმ გეგმებში მონაწილეობის მიღება,
რომლებიც არ არის საქართველოს გეგმები და არ შედის ჩვენს ინტერესებში.
***

თითქოს რაღაც უხილავი კავშირები არსებობს ბოლო დროს საქართველოს
შიდა და საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს შორის...
რაღაც არ მივდივართ მგონი კარგი შედეგისკენ.
ერთის მხრივ, რუსული საკრუიზო გემები შემოდის ბათუმში, ხოლო სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული
ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი რუსეთის სახელმწიფოს, კერძოდ, გასაიდუმლოებული "რუსი ინვესტორის",
სავარაუდოდ - კრემლის სანქცირებულ ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას კომპანიის საკუთრებაში გადადის.
მეორეს მხრივ, პრემიერი მიემგზავრება ჩინეთში და კომუნისტური, ავტორიტარული ჩინეთის რესპუბლიკასთან
სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას საჯაროდ ადასტურებს ისე, რომ ამ ნაბიჯის შესახებ არ ვართ საქმის
კურსში საზოგადოება, არაფერი იციან პოლიტიკურმა პარტიებმა, მასმედიის წარმომადგენლებმა, დეპუტატებმა და ა.შ...
ვისი ინტერესი დგას და რას ემსახურება ეს ინტერესი, რასაც ქართული ოცნება აღასრულებს თუ ახმოვანებს?
ფაქტია, ეს არის შეფარული, გასაიდუმლოებული ქმედებები, რომელიც ახასიათებს დახურულ საზოგადოებას...
ეს არ არის ქართული აზროვნება და ცნობიერება. ჩვენ ოდითგანვე ვიყავით და ვართ ღია საზოგადოება, ღია სახელმწიფო.
აბსოლუტურად მიუღებელი და უცხო იყო ჩვენთვის, არის და იქნება დახურული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ნიშნები.
***
utilizatori