საქართველოში ტერმინ „საარსებო მინიმუმის“ დეფინიცია, მისი მიზნები და გაანგარიშების პრინციპები გაწერილია სპეციალურ საკანონმდებლო აქტში — საქართველოს კანონში „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/...4?publication=7ეს დოკუმენტი მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ და მისი ოფიციალური, კონსოლიდირებული ვერსიის ნახვა შესაძლებელია საკანონმდებლო პლატფორმაზე:
https://www.matsne.gov.ge/ka/document/downl.../29824/5/ge/pdfაღნიშნული კანონის მე-2 მუხლში პირდაპირ არის მოცემული საარსებო მინიმუმის იურიდიული განმარტება
„საარსებო მინიმუმი ასახავს მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებულ სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ღირებულებით მოცულობას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად ადამიანის მინიმალურ ფიზიოლოგიურ და სოციალურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას.“
ჩვენთან დაითვალეს საარსებო მინიმუმი და გამოიყვანეს 250–290 ლარი, რასაც სოციალურად დაუცველები არ იღებენ
ისინი იღებენ 30-დან 60 ლარამდე
ამ ბმულზე ნახავ ოფიციალურ სიას საჭმელებისას, რაც მთავრობამ დაგვითვალა, რომ უნდა ვჭამოთ და საიდანაც გამოიყვანა 250–290 ლარი
https://www.geostat.ge/media/80101/mamakaci...-%28eng%29.htmlოღონდ სოციალური დახმარება არ არის 250–290 ლარი, არამედ არის 30-დან 60 ლარამდე და მაგ ფულსაც არ იღებ თუ ღატაკი არ ხარ.
საქართველოში სოციალური შემწეობის მისაღებად ოჯახის სარეიტინგო ქულა 100 000-ზე ნაკლები უნდა იყოს.
შემწეობის ოდენობა ქულების კატეგორიების მიხედვით ასე ნაწილდება:
30,001-დან 57,000-მდე ქულა:
ოჯახის თითოეულ წევრზე (სულზე) გაიცემა 60 ლარი თვეში.
57,001-დან 60,000-მდე ქულა:
ოჯახის თითოეულ წევრზე (სულზე) გაიცემა 45 ლარი თვეში.
60,001-დან 65,000-მდე ქულა:
ოჯახის თითოეულ წევრზე (სულზე) გაიცემა 35 ლარი თვეში.
65,001-დან 100,000-მდე ქულა:
ოჯახის თითოეულ წევრზე (სულზე) გაიცემა 30 ლარი თვეში.
100 000 ქულა ნიშნავს ღატაკს.
ოჯახის მდგომარეობა დაახლოებით ასეთი უნდა იყოს:
შემოსავლები:
ოჯახის ჯამური თვიური შემოსავალი (ყველა წევრის ხელფასი ერთად) არ უნდა აღემატებოდეს დაახლოებით 400–500 ლარს.
თუ ოჯახში თუნდაც ერთი წევრი მუშაობს და იღებს საშუალო ხელფასს (მაგალითად 800–1000 ლარს), პროგრამა ავტომატურად 100 000-ზე ბევრად მაღალ ქულას დაწერს.
ოჯახს არ უნდა ჰყავდეს გამართული, მოქმედი ავტომობილი. მანქანის არსებობა თითქმის 100%-იან შემთხვევებში ზრდის ქულას 100 000-ის ზემოთ.
სოფლად მცხოვრებლებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მიწის ფართობს.
დახმარების მისაღებად ოჯახს არ უნდა ჰქონდეს დიდი სახნავ-სათესი მიწა და არ უნდა ჰყავდეს ბევრი შინაური ცხოველი (მაგალითად, 1-2 ძროხა და რამდენიმე ფრინველი დასაშვებია, მაგრამ ნახირი ქულას გაზრდის).
ნებისმიერი დამატებითი უძრავი ქონება (მეორე ბინა, აგარაკი, კომერციული ფართი) დახმარების მიღებას გამორიცხავს.
სახლი არ უნდა იყოს ახალი გარემონტებული, ძვირადღირებული მასალებითა და თანამედროვე ევრორემონტით.
პირველადი საჭიროების ნივთები (ჩვეულებრივი მაცივარი, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი) დასაშვებია. თუმცა, თუ სახლში არის ახალი, ძვირადღირებული ბრენდების ტექნიკა (მაგ: კონდიციონერი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რამდენიმე თანამედროვე კომპიუტერი), აგენტი ამას დეკლარაციაში აღნიშნავს და ქულა აიწევს.
კომუნალური გადასახადებიოჯახის მიერ მოხმარებული დენისა და გაზის გადასახადი თვეში საშუალოდ არ უნდა აღემატებოდეს 40–50 ლარს.
თუ ოჯახი თვეში 100 ან 150 ლარის დენს/გაზს წვავს, სისტემა თვლის, რომ მათ აქვთ ფინანსური რესურსი და ქულას უწევს.
ესე იგი, დახმარებას იღებენ ოჯახები, სადაც არავინ მუშაობს (ან მუშაობს მინიმალურ ანაზღაურებაზე), არ ჰყავთ მანქანა, ცხოვრობენ ძველ სახლში, აქვთ მხოლოდ მინიმალური ტექნიკა და კომუნალურებსაც ძალიან ზოგავენ.
ეხლა თუ ეს ყველაფერი წაიკითხე და გაიაზრე, დაუბრუნდი ამ აბზაცს და მითხარი
„საარსებო მინიმუმი ასახავს მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებულ სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ღირებულებით მოცულობას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად ადამიანის მინიმალურ ფიზიოლოგიურ და სოციალურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას.“
არის თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი ის, რაც დააკმაყოფილებს ადამიანის მინიმალურ ფიზიოლოგიურ და სოციალურ მოთხოვნილებებს?
არ არის
ხოდა რომ არ არის ეს არის შალვა ნათელაშვილის ბრალი და მიაკითხეთ შალვა ნათელაშვილს.
ანდა მმართველ პარტიას.