ეხლა რა ხდება მოკლედ დავწერ,
ჩემმა დაქალმა რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს ბალღი მომინათლეო.
"ოკ" იმიტომ ვუთხარი, "არა" რომ მეთქვა ახსნა დამეზარა
გავიხედეთ და 2 კვირაში თავისი ბალღით იღლიაში ამოჩრილი ჩამოვიდა და ახლდათ ქმრის მეგობარი.
მეთქი ვა, კაია გამიხარდა ნახვა და ამათ რომ ბალღს ვნათლავთ, და შენ და ეს ტიპი იქნებით ნათლიაო (ეს ტიპი ადრე მესტროჩკებოდა.)
შედგა ნათლობა.
გავიხედე და დაქალის ქმარი მიხსნის, რომ მისმა მეგობარმა ჩემთან დაახლოვებისთვის ეგ გზა იპოვა

იმ იმედით რომ ჩვენ მალე ერთად ვიქნებით ჯანმრთელად და ბედნიერად.
არა და მგონი მართლმადიდებლური წესების თანახმად ჩვენ უკვე და-ძმა ვართ.
1 კვირაა ყბა მაქვს ჩამოვარდნილი.
რა უნდა მოვიმოქმედო, აბა გამარკვიეთ?